კობალაძის შვილი და სხვა პირები ბიჭს გზაზე დახვდნენ და სცემეს, ის საავადმყოფოშია — TV პირველი
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ჟურნალისტი დაზარალებულის მამის ფარულ ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბიჭს დაზიანებები თავშიც აქვს მიყენებული.
სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა არ გასულიყო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა კითხვებით დეპუტატ კობალაძესაც მიმართა.
TV პირველის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს, საბურთალოზე მოხდა და გამოძიება არ დაწყებულა.
გადაცემის ანონის გასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო.
გარდა ამისა, შსს-ს თქმით, ანონსის გავრცელების შემდეგ "საქმეში გამავალი პირების მიმალვის" საფრთხე შეიქმნა, რადგან დანაშაულის შესახებ პირდაპირ ეთერში გაჟღერდა. უწყება ამბობს, რომ ამის გამო ამ პირების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს და ორი ადამიანი დააკავეს, კობა კობალაძის შვილი კი თავად მივიდა განყოფილებაში. ყველა მათგანი სრულწლოვანია.
როგორც შსს განცხადებაში მიუთითებს, ერთი დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, მეორე დაკავებულის წინააღმდეგ კი — ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის. რაც შეეხება "ოცნების" დეპუტატის შვილს, მის შესახებ უწყება მხოლოდ იმას ამბობს, რომ "განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა". შსს არ აკონკრეტებს, ედავებიან თუ არა რომელიმე დანაშაულს მას.
დეპუტატმა კობა კობალაძემ შსს-ს განცხადების შემდეგ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ განყოფილებაში შვილთან ერთად მივიდა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები და რეალურად, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამას. არც არავის ხელს ვაფარებთ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი, ამბავი... არ ვიცი, გაერკვევიან", — ამბობს კობალაძე.
უცნობია, დააკავეს კობალაძის შვილიც თუ ის განყოფილებაში მხოლოდ ჩვენების მისაცემად მივიდა. შსს განცხადებაში არც ამას აკონკრეტებს.
უწყება ამბობს, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები