ოპონენტები ლობისტებით ცდილობენ, დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს — ზალკალიანი აშშ-ს კანონპროექტზე
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოპოზიციას აკისრებს პასუხისმგებლობას, აშშ-ს საბიუჯერო კომიტეტის კანონპროექტში საქართველოზე აღნიშნულ დეფინიციებზე. მისი თქმით, ოპონენტები ლობისტური საქმიანობით აკეთებენ ამას "ქვეყნის დასაზიანებლად".
"ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტებში მოხვდეს ისეთი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, არაღიარების პოლტიიკასთან, არაღიარებულ ე.წ. წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების მხრიდან კავშირის დამყარების შემთხვევაში, მათზე სანქციის დაწესებასთან.
ოპონენტები ცდილობენ, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად, დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება.
ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად, ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში".
დავით ზალკალიანი, ასევე ეხმაურება გამოქვეყნებულ განმარტებით ანგარიშს, სადაც უფრო დეტალურადაა გაწერილი აშშ-ს მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილის (15%) "დაკავების" პირობები.
"ეს არის კიდევ ერთი ტყუილი", — აცხადებს მინისტრი და განმარტავს, რომ იყო მცდელობა, კანონპროექტში შესულიყო ეს დამატებითი დეფინიციები და არ შვეიდა. მისი თქმით, გამოქვეყნებულ ანგარიშს არანაირი ძალა არ აქვს.
აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებით ანგარიშში ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე.
ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტიან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კერძოდ, მხედველობაში მიიღებს შემდეგ გარემოებებს:
- რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;
- რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;
- რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;
- რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;
- რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის მიზნობრიობას, განმარტებით ანგარიშში წერია, რომ კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო მდივანსა და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტები მიანიჭოს იმ პროგრამებს, რომლებიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"რუსეთის მთავრობის მხრიდან არსებული საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ს დახმარების მნიშვნელობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთის, მათ შორის საქართველოსთვის", — წერია დოკუმენტში.
კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, საქართველოს პარლამენტში მეტი პროპორციული წარმომადგენლობისთვის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები