შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.