Spider-Verse 2-ის ანიმაცია კიდევ უფრო გასაოცარი იქნება
პროდიუსერ კრისტოფერ მილერის თქმით, Spider-Man: Into the Spider-Verse 2 უკვე ადგას იმ გზას, რომ პირველ ფილმს აჯობოს.
პირველმა ანიმაციამ Spider-Man: Into the Spider-Verse მაყურებლები განაცვიფრა თავისი მულტისამყაროს მაქინაციებითა და გასაოცარი ვიზუალით და მას შემდეგ, რაც მეორე ფილმზე დაიწყო მუშაობა, ფანებს აინტერესებთ, ზუსტად როგორ მოახერხებს სიქველი ასეთი ბრწყინვალე დებიუტის ღირსეულად გაგრძელებას.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ნოვატორული ტაქტიკები გამოიყენეს პირველი Spider-Verse-ის შექმნისას — კომპიუტერულად გენერირებული სურათებისა და ხელით დახატული ანიმაციის შერწყმით მიღებული სრულიად უნიკალური მთლიანობა — გასაკვირი არაა, რომ ანიმატორებს სიქველისთვის კიდევ უფრო მეტად უნდათ ხარისხის გაუმჯობესება.
"Spider-Verse-ის შემდეგი ფილმისთვის შემუშავებული ახალი ინოვაციური სამხატვრო ტექნიკები უკვე მაოცებს. ამასთან შედარებით პირველი ფილმი ძველმოდური მოგეჩვენებათ" — დაწერა მილერმა ტვიტერზე.
ამბიციურ პირველ ნაწილს გამორჩეული სიღრმე და დეტალურობა გააჩნდა, რამაც საბოლოოდ რაღაც მოძრავი კომიქსის მსგავსი შექმნა, იმის გაფიქრება კი, რომ Spider-Verse 2-ს თვით მილერიც ასე დადებითად აფასებს, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია!
ამჟამად მეორე ნაწილის დეტალები უცნობია, თუმცა ფანებს მაინც აინტერესებთ, ადამიანი-ობობას რომელ ალტერნატიულ ვერსიებს ვიხილავთ გაგრძელებაში. კრის მილერისა და მისი კოლეგა პროდიუსერის, ფილიპ ლორდის, თქმით, პროექტის ნაწილი ძალიან ბევრი სხვა ადამიანი-ობობა შეიძლება გახდეს. "კარგი შეკითხვაა, რომელიც აქამდე არასდროს დაუსვამთ, თუმცა კარგი პასუხი არ გვაქვს. უფრო ისე ვართ, 'ვაჰ, ახლა ამხელა თავგადასავალში უნდა გადავეშვათ'", — თქვა ლორდმა.
პირველმა Spider-Man: Into the Spider-Verse-მა მაყურებლებს წარუდგინა საერთო მულტისამყარო, რომელსაც "Spider-Verse" ეწოდება და რომელშიც მაილს მორალესი ხდება ახალი ადამიანი-ობობა და უერთდება განსხვავებული განზომილებებიდან გადმოსულ სხვა ადამიან-ობობებს, რათა ერთიანად დაიცვან ნიუ-იორკი კინგპინისგან.
Spider-Man: Into the Spider-Verse 2-ის კინოთეატრებში გამოსვლა 2022 წლის 7 ოქტომბრისთვის იგეგმება.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები