ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, დიდი ალბათობით ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. ამ თეაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია საკუთარ კანდიდატს ყველა რეგიონში დააყენებს.

"ჩვენ პარტნიორებს თბილისში მივეცით საშუალება, დავუთმეთ და ვთხოვეთ თავად მოელაპარაკათ იმ 6 ოლქზე, იქვე იმ ბრიფინგზე განცხადებული იყო რომ დანარჩენ ოლქებში ყველგან დავაყენებთ კანდიდატებს, შესაბამისად, არავითარი სხვა კანდიდატი ჩვენთან შეთანხმებული არ არის. [...] რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას არ მიუღია, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები", — თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს.

თბილისის დანარჩენი 6 ოლქიდან ოპოზიციურმა ერთობამ კანდიდატი დაასახელა, ამ ეტაპზე დანარჩენი 2 ოლქის კანდიდატი უცნობია და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კონსულტაციები გრძელდება. რაც შეეხება 6 ოლქს, კანდიდატები ასე გადანაწილდა:

  • ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი;
  • მთაწმინდა-კრწანისი — შალვა შავგულიძე;
  • ვაკე — ელენე ხოშტარია;
  • ისანი — გიორგი ვაშაძე;
  • სამგორი — ლევან ხაბეიშვილი
  • გლდანი — ნიკა მელია.