პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. კერძოდ, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს 28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

"ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ ხარჯის გაღება. იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში", — განაცხადა მან.

გახარიას თქმით, შედეგად 11 000 ჰექტარი მიწა მოწესრიგდება.