მაკო გომური

20 Jun. 2020, 03:09

ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ, რომ არავისტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიპოვი.

ისიც ვიცი, ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათ რა ქნან, ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს; რომ მე ვითხოვ მაინც და იმათ რა ქნან, ხმა რომ არ ამოაღებინეს; რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს; რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე, ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს, რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო. [...] ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ