გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე "პრორუსული" არასწორად შეარჩია — კრამონი
ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობას სიტყვა პრორუსული არასწორად შეარჩია. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
"საბედნიეროდ, ქართველებმა, ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში, რომელიც სავარაუდოდ, კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი უფრო მეტად უნდა დაეხმაროს მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან ბრძოლაში. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას "პრორუსული" უწოდა", — წერს ვიოლა ფონ კრამონი.
საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის პროკურატურის განცხადება დღეს ელჩმა განმარტა. მისი თქმით, სიტყვები საქართველოს მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებით ეკუთვნოდა გარდაცვლილ ზელიმხან ხანგოშვილს და არა თვითონ პროკურატურას. როგორც ელჩი ამბობს, პროკურატურამ გამოიყენა ისეთი ფორმულირება, რომელიც ოპტიმალური არ იყო და შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პროკურატურის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა დანაშაული რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა. ამასთან, გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, რუსეთის ხელისუფლებად დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება გასცეს.
"შეკვეთილ მკვლელობას წინ უძღვებოდა მსხვერპლის ოპოზიციური დამოკიდებულება, რომელიც მას რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების მთავრობებთან და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან ჰქონდა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი ფედერალური არმიის წინააღმდეგ ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, ხოლო 2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთთან საომრად დაჯგუფება შეკრიბა.
ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
პროკურატურის განცხადებაში მკვლელობაში ბრალდებულის გვარს არ ამბობენ და მხოლოდ ვადიმ კ.-თი მოიხსენიებენ. 2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
როგორც გერმანიის საგამოძიებო უწყების ტექსტშია აღნიშნული, დავალების შესასრულებლად ვადიმ კრასიკოვი 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, იქიდან კი 20 აგვისტოს ვარშავაში გადავიდა. პოლონეთიდან ის უცნობი მარშრუტით ბერლინში 22 ივნისს გაემგზავრა. შენგენის ზონაში შესვლისთვის მან ვადიმ სოკოლოვის პასპორტი გამოიყენა, რომელიც ბრიანსკში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაიცა.
23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა, ხოლო როცა მიუახლოვდა Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა. როგორც პროკურატურა აღწერს, ხანგოშვილი მიწაზე დაეცა, ველოსპიდიდან ჩამოვარდა ბრალდებულიც, თუმცა მალევე მიუახლოვდა ხანგოშვილს და თავში კიდევ ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფს.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები