რუსეთის კავშირი ხანგოშვილის მკვლელობასთან, რომელზეც გერმანია არ საუბრობს — CNN
ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანელი სამართალდამცავები ამ დრომდე იძიებენ. ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ ხანგოშვილი, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი მანამდეც გამხდარა, რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსხვერპლა.
ამავე თემას სტატია მიუძღვნა CNN-მაც, სადაც ჟურნალისტები ნილ ჰოიერი და ნადინ შმიდტი ამბობენ, რომ ხანგოშვილის წარსულისა და მკვლელის რუსული პასპორტის ფონზე, გერმანიის ხელისუფლების სიჩუმე უჩვეულოა. ამავე დროს, გერმანიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გამოძიებების სრულყოფილი წარმართვა მათ ინტერესებშიც შედის. თუმცა არც პროკურატურაში და არც ლტოლვილთა ფედერაციულ სამსახურში არ ამბობენ, რატომ ვერ მიიღო ხანგოშვილმა თავშესაფარი.
როგორც სტატიაშია აღწერილი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მაშინ მოკლეს, როცა ის შუადღის ლოცვაზე მეჩეთისკენ მიდიოდა. უცნობი კაცი მას ელექტროველოსიპედით მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ორჯერ თავში ესროლა, ერთხელ კი მხარში. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
"თუ სავარაუდო მკვლელი ფრთხილობდა, შეიძლება ითქვას, რომ ის ჩაფლავდა. ორმა მოზარდმა ის დაინახა, როდესაც იარაღს, პარიკსა და ველოსიპედს მდინარე შპრეეში აგდებდა...
ეჭვმიტანილი, რომელსაც რუსული პასპორტი ჰქონდა, რამდენიმე საათში დააკავეს, თუმცა ორი თვის შემდეგაც საქმე ჯერ კიდევ გაურკვეველია: ეჭვმიტანილი არ საუბრობს, კრემლი თავის კავშირს უარყოფს, ხოლო გერმანია გარკვეული მტკიცებულებების გარეშე უარს ამბობს, მოსკოვზე მიუთითოს", — აღნიშნავენ ჟურნალისტები.
CNN იხსენებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ კი რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის არსებობდა.
ხანგოშვილი თბილისში 2000-იანების დასაწყისში დასახლდა, მაშინ პირველად სცადეს მისი მოწამვლა. გამოცემა ესაუბრა რონდელის ფონდის წარმომადგენელს, ალექსანდრე კვახაძეს, რომელმაც რუსულ ინტერესებზე ისაუბრა.
კვახაძე CNN-თან 2015 წლის თავდასხმაზეც ყვება, როდესაც ხანგოშვილს თბილისში, საბურთალოზე მანქანაში 8 ტყვია ესროლეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მისი თქმით, თავდასხმის გამოძიებაში უჩვეულო შეუსაბამობები იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში გამოძიება ამბობდა, რომ თავდასხმის ადგილას ვიდეოსათვალთვალო კამერები არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა თბილისის ცენტრში მოხდა. ხანგოშვილს თავდაცვის მიზნით იარაღის ტარების უფლება გაუუქმეს იმ თვეში, როდესაც თავდასხმა მოხდა. არც ერთი ბრალდებული არ დასახელებულა და არც ვინმე დაუკავებიათ.
"ის დარწმუნებული იყო, რომ თავდასხმის უკან რუსული დაზვერვა იდგა. ის ეჭვობდა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ისინი სპეციალურად დაუშვეს ოპერაციის ჩასატარებლად", — თქვა კვახაძემ. მაშინ ხანგოშვილის თავდასხმასთან ყველანაირ კავშირი რუსეთმა თავიდანვე უარყოფდა.
CNN ესაუბრა ხანგოშვილის ყოფილ ცოლს მანანა ცატიევასაც, რომელიც ამბობს, რომ ოჯახმა მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მიიღო. როგორც ცატიევა ყვება, ხანგოშვილს 10-15 მეგობარი იცავდა, თუმცა გადარჩენისთვის მათ 2016 წელს საქართველოს დატოვება და გერმანიაში გადასვლა მოუწიათ.
ჩეჩნური უფლებადამცველი ორგანიზაციის Vayfond-ის ხელმძღვანელი, მანსურ სადულაევი გამოცემასთან ყვება, რომ ხანგოშვილმა გერმანიაში თავშესაფარი სამჯერ ითხოვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღო.
"შოკში ვიყავით. ეს ერთხელ მოხდა [უმარ] ისრაილოვთან", — თქვა სადულაევმა და 2009 წელს ვენაში მოკლული ჩეჩენი დეზერტირი უმარ ისრაილოვი გაიხსენა. ავსტრიის საგამოძიებო ორგანოები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობაში ჩეჩნეთის ხელისუფლებაა გარეული:
"არავინ ელოდა, რომ ეს განმეორდებოდა. პირველი შემთხვევა შეიძლება შეცდომა იყო, მაგრამ მეორე უკვე გაფრთხილებაა".
CNN ესაუბრა შვედეთში მცხოვრებ ხანგოშვილის ძმასაც, ზურაბ ხანგოშილს, რომელიც ძმის მკვლელობიდან მალევე გერმანიაში პასუხების მისაღებად ჩავიდა.
გამოცემის ინფორმაციით, ზურაბ ხანგოშვილი შვედეთში ცხოვრობს შვილებთან ერთად, რომელთაც საქართველოში დეპორტაცია ელოდებათ. შვილების უსაფრთხოების გამო მან შვედეთის სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომძმისშვილები შორეულ ნათესავად მიიჩნია და საფრთხე ვერ დაინიხა. ხანგოშვილის ძმის თავშესაფართან დაკავშირებით CNN-მა შვედეთის მთავრობასაც მიმართა, თუმცა პასუხი იქიდანაც ვერ მიიღო.
ხანგოშვილის მკვლელობის გარემოებების გარდა, სტატიაში საუბარია ევროპაში ჩეჩენი მიგრანტების რთულ ცხოვრებასა და პირობებზე. როგორც აღმოჩნდა, მათ ხშირად სტატუსის შესახებ დოკუმენტების მიღება უჭირთ, და აქვთ მხოლოდ "Duldung" — დეპორტაციის დროებითი შეჩერება, რაც ნიშნავს, რომ გაურკვეველ დროს ქვეყნის დატოვება მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ მუშაობის უფლება, საცხოვრებლად კი მათი ერთადერთი ვარიანტი მიგრანტების გადატვირთული ცენტრია. სხვა ვარიანტის არქონის გამო ზოგიერთი არაკანონიერ გზებს მიმართავს.
მიგრანტების მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებაზე CNN-თან საუბრობს გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, გვიდო შტეინბერგი.
"თავშესაფრის მაძიებელთათვის უარი 2016 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ამავე დროს, ჩეჩნებს საუკეთესო რეპუტაცია არ აქვთ".
მისივე თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არსებობს ძალიან ძლიერი პრორუსული ტრენდი. ასევე, დამკვიდრებულია ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ გერმანულ საზოგადოებაში ჩეჩნების ბოლომდე ინტეგრირება შეუძლებელია. ამასთანავე, ჩეჩენი ჯიჰადისტების დიდი ნაწილი სირიაში ისლამური სახელმწიფოსა და სხვა დაჯგუფების რიგებში იბრძვის. ამ ყველაფრის ფონზე, ის დარწმუნებულია, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას.
მკვლელობიდან ორი თვის შემდეგაც ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ბერლინის პროკურატურის პრესმდივანი მარტინ შტელნერი ამბობს, წინასწარ პატიმრობაში ყოფნა მას ექვსი თვის განმავლობაში შეუძლია. თუ ამ ხნის განმავლობაში მას ბრალს არ წარუდგენენ ის გათავისუფლდება. შტელნერის თქმითვე, გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებები იმედისმომცემია.
"ამავე დროს, განგრძობადი სიჩუმე — როგორც ეჭვმიტანილის, ისე გერმანიის ხელისუფლების მხრიდან — გამაყრუებელი ხდება ხანგოშვილის ოჯახისთვის და ევროპაში ათასობით ჩეჩენი მიგრანტისთვის", — აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები