ეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება — ცქიტიშვილი ლუგარში რუსების ვიზიტზე
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი რუსეთთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება. ამ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია რუსეთის მხრიდან ლუგარზე პროვოცირება მიმდინარეობს.
"ჩვენ სახელმწიფოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, რა თქმა უნდა, ყველასთვის არის ღია ლუგარის ცენტრი", — თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, რომ არა ლუგარის ლაბორატორია, ქვეყანა პანდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე.
ამასთან, მათი მოთხოვნაა, რომ ვიზიტი შედგეს ორმხრივ საფუძველზე და სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.
მოსკოვში საუბრობენ ლუგარის ლაბორატორიის ამერიკის მხრიდან დაფინანსებაზეც:
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, თითქოს ამ ლაბორატორიაზე სრულ ფინანსურ კონტროლს ახორციელებს, მის ბაზაზე ჩატარებული კვლევებს კურირებენ და აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები".
ამასთან, რუსეთი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს განცხადებებს რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად მორიგ დეზინფორმაციას ასახელებს: "რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ ცენტრის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისგან".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს ვრცელი განცხადება გაავრცელა, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვება მოითხოვა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ქვეყანა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეფექტური მექანიზმი ცენტრის ტრანსპარანტულობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ სისტემის ფარგლებში 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მზად არიან კიდევ ერთხელ ჩაატაროს წვრთნები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რუსეთის წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს, თუმცა ორმხივად, კონკრეტულად რუსეთისთვის კი მსგავსს არ ჩაატარებენ და ამის ვალდებულებაც არ აქვთ.
რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები