კამათის ხელოვნება — როგორ დავიცვათ საკუთარი მოსაზრება ეთიკურად
ფოტო: Gue tau
კამათს ყველგან წააწყდებით: სამზარეულოებშიც, ოფისებშიც და პოლიტიკურ ლიდერთა კაბინეტებშიც. ჩვენ ყველანი ვიყენებთ არგუმენტებს სხვების დასარწმუნებლად, ახალი იდეების გამოსაკვლევად თუ კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად კამათისას ეთიკის წესებს ვივიწყებთ. ასეთ დროს მარტივია, მეორე მხარეს უსამართლოდ მოვექცეთ, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენს პირად თუ სამსახურეობრივ ურთიერთბებს, სამუშაო სივრცეში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესს ან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.
კამათის ნორმები
ფოტო: Pablo Rochat
ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ კამათს თავისი საბაზისო წესები აქვს. ლოგიკა და საღი აზრი გვკარნახობს, რომ დავის დროს სხვების შეხედულებებს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მათი ხედვები და შევეცადოთ ჩავწვდეთ მათ არგუმენტებს. მართალია, ჩვენ სოკრატესგან ბევრი გვაშორებს, მაგრამ მაინც მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, ოპონენტს შესაბამისი, გასაგები და რაციონალური პასუხები გავცეთ.
პლატონის დროიდან მოყოლებული, ამ ნორმების დაცვის აუცილებლობა ეპისტემოლოგიური კუთხიდანაა გამყარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ნორმები ღირებულია, რადგან ისინი ცოდნას, გაგებასა და თვითშეგნებას ავითარებს.
კამათის ეს ნორმები იმავე როლს ასრულებენ ადამიანთაშორის განხილვებსა და დისკუსიებში, რა როლსაც კრიტიკული აზროვნება ასრულებს ფიქრთა შინაგან მიმდინარეობაში.
რატომაა მნიშვნელოვანი ეთიკურად კამათი
კამათის დროს ნორმების დაცვა მორალური თვალთახედვითაა აუცილებელი. მაგალითად, არგუმენტაციის წესები ისეთ საერთო ეთიკურ ნორმებს ემთხვევა ხოლმე, როგორიც გულწრფელობაა. ადამიანის შეხედულების განზრახ დამახინჯება არასწორია, რადგან ეს ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებას ნიშნავს.
და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია — თუმცა ნაკლებად ცხადი — არის ის, რომ კეთილგონივრულობა და სამართლიანობა კამათის მსვლელობისას ჩვენს თანამოსაუბრესთან უშუალო და ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების გარანტიას გვაძლევს. კამათის დროს ხალხი ურთიერთგაგების მიღწევას და ჭეშმარიტების პოვნას უნდა ცდილობდეს. თუკი ჩვენ წესების გარეშე ვიმოქმედებთ, დიდი ალბათობით დავემშვიდობებით მსგავსი შედეგის მიღწევის შანსს.
გაცილებით უარესია, თუ ჩვენ თანამოსაუბრეთა გადარწმუნებას მათი შეცდომაში შეყვანით ან მათთვის თავგზის აბნევით შევეცდებით. ამან, შეიძლება, მანიპულატორად ან აგრესორადაც კი გვაქციოს.
კამათის ნორმები, ყველაფერთან ერთად, თანამოპაექრის პატივისცემას მოიცავს, რაც მის ინტელექტუალურ და რაციონალურ ინდივიდად აღიარებას მოიაზრებს. ასეთ დროს ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ მან შესაბამისი მიზეზებისა და არგუმენტების მოსმენის შემდეგ შეიძლება, აზრი შეიცვალოს.
ფოტო: Getty Images
ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაციონალიზმი ჰუმანურობის არსებითი ნაწილია. ადამიანების მეტ-ნაკლებად თანაბარი ინტელექტუალური შესაძლებლობების აღიარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაში, რათა სათანადოდ გაესვას ხაზი, რომ ღირსებისა და უფლებების დაცვის მხრივ ყველანი თანასწორნი ვართ.
კამათის დროს შესაბამისი ნორმების მორჩილებას კარგი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათზეც. სამართლიანობის შენარჩუნება და საწინააღმდეგო შეხედულებების გულწრფელად გააზრება ჩვენი თავისა და ღირებულებების უკეთ შეცნობაში გვეხმარება.
როგორც ფილოსოფოსმა ჯონ სტიუარტ მილმა თქვა, როდესაც ადამიანმა საქმის მარტო თავისი მხარე იცის, მას ცოტა რამ გაეგება საქმის საერთო სურათის შესახებ. საპირისპირო აზრის მიღებისადმი მსგავსი მზაობა მორალური დილემების გადალახვაში გვეხმარება და ხელს გვიწყობს, ვიყოთ მიუკერძოებელნი და არაშაბლონურნი.
უფრო მეტიც, კამათის ნორმების დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდებისთვისაა კარგი, არამედ — ზოგადად, საზოგადოებისთვის. ეს ნორმები კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მაქსიმალურად სამართლიანად მიღებაში გვეხმარება და თანხმობის დაძაბულობის გარეშე მიღწევას უწყობს ხელს.
დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ორმა მოკამათემ საერთო ძალისხმევით ახალი ცოდნა შექმნას. ასეთ დროს კამათში ჩართული პარტნიორები განმარტავენ ტერმინებს; საზღვრავენ იმ საკითხებს, რომლებზეც თანხმდებიან; და ნაბიჯ-ნაბიჯ ერკვევიან ერთმანეთის აზრებში. თანამშრომლობის ბუნება სწორედ ასეთია.
ყოველივე ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მართლაც, ალბათ ყველას განუცდია განსხვავება იმ ორ სიტუაციას შორის, როდესაც ერთ შემთხვევაში ჩვენი აზრები დაფასებული, სწორად გაგებული და სერიოზულად განხილულია, მეორე შემთხვევაში კი დამახინჯებული და დაცინული.
რატომ გვიჭირს წყნარად კამათი
ფოტო: Sam Kalda / The New York Times
სამწუხაროდ, კამათის დროს სამართლიანობის, ლოგიკურობის და განსხვავებული აზრის მიმღებლობის შენარჩუნება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კამათისას სხვისი არგუმენტები ჩვენს ხედვებს, რწმენას, ღირებულებებს, გამოცდილებას და კომპეტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მსგავსი გამოწვევებისთვის თვალის წყნარად გასწორება მარტივი არ არის, მით უმეტეს, თუ საკამათო საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან თემას ეხება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ გვსიამოვნებს, როცა საკუთარი თავი მაქსიმალურად მოხერხებული და უნარიანი გვგონია და არა — მცდარი ან გზააბნეული. ჩვენ ასევე საკუთარ სოციალურ სტატუსზე ვზრუნავთ და მოგვწონს, როცა ნდობით ვსარგებლობთ. გარდა ამისა, ჩვენ მიკერძოებულნი ვართ, ამიტომაც აქტიურად ვიცილებთ თავიდან იმ მტკიცებულებებს, რომლებიც შეცდომაში გვამხელენ.
და ბოლოს, ჩვენ, შესაძლოა, მატერიალური გათვლები გვქონდეს კამათის შედეგთან დაკავშირებით. სხვა თუ არაფერი, დისკუსიაში ჩართვის უმთავრესი მიზეზი ხომ ჩვენი სიმართლის დამტკიცებაა. ჩვენ გვინდა, რომ სხვები ჩვენი სურვილისამებრ იქცეოდნენ და ჩვენს მაგალითს ბაძავდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ვინმე ჩვენს შეხედულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ფსიქოლოგიურად მაშინვე საპასუხო დარტყმისთვის განვეწყობით.
და რაც კიდევ უფრო უარესია, ჩვენ ხშირად გვიჭირს იმის შეფასება, თუ რამდენად კარგად იცავს ჩვენი ოპონენტი კამათის წესებს. უკვე ხსენებული ყველა ფსიქოლოგიური ფაქტორი არა მარტო წყნარად და სწორად კამათში გვიშლის ხელს, არამედ შეცდომაშიც შევყავართ და მცდარად გვაფიქრებინებს, თითქოს არა ჩვენ, არამედ ჩვენი ოპონენტები კამათობენ არასწორად.
როგორ შევინარჩუნოთ მორალური პრინციპები კამათის დროს
ფოტო: Shutterstock
ამის გაკეთება არ არის მარტივი, თუმცა არსებობს ხუთი რჩევა, რომელიც დაგვეხმარება, კამათისას ეთიკის ნორმებს არ გავცდეთ:
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვინმე ჩვენთან კამათს იწყებს, მას აუცილებლად ჩვენზე თავდასხმა არ აქვს განზრახული. როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა, კამათზე უარესი ისაა, როცა ჩვენთან კამათზე უარს ამბობენ. როცა დასაბუთებული არგუმეტებით გვედავებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რაციონალურობას აღიარებენ და ჩვენი აზრები მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
- კამათი ბევრად მეტია, ვიდრე მოგება ან წაგება. კერძოდ, ზოგჯერ სასწორზე დისკუსიაში ჩართული ადამიანების ურთიერთობის მომავალი დევს. ასეთ დროს ნამდვილი გამარჯვება პატივისცემის გამოხატვაა იმ შემთხვევაშიც, როცა მოსაუბრეს არ ვეთანხმებით.
- ნუ იჩქარებთ თქვენი ოპონენტის კამათის ხარისხის შეფასებას. ამ დროს ჩნდება რისკი, რომ თქვენ მთელ თქვენს ინტელექტს სხვის შეხედულებებში წუნის პოვნას შეალევთ იმის მაგივრად, რომ ყურადღებით გაიაზროთ ოპონენტის ნათქვამი. უმჯობესია, ოპონენტს იმ მიზნით გაესაუბროთ, რომ კარგად გაერკვიოთ მის არგუმენტებში.
- წინასწარვე ნუ დაასკვნით, რომ სხვები თქვენს დასაბუთებულ არგუმენტს არ მიიღებენ. ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როცა ადამიანებმა აზრი შეიცვალეს — თუნდაც ბევრი ჰქონოდათ დასაკარგი.
- არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ კამათიდან ორივე მხარე დამარცხებული გამოვიდეს, რადგან სხვების თვალში არაკეთისლდინდისიერნი გამოჩნდნენ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია, დავისას მორალურ პრინციპებს არ ვუღალატოთ.
დასკვნა
გამოყენებითი ეთიკის სფეროში არსებობს ასეთი გამოთქმა: ჩვენი ყველაზე ცუდი ეთიკური გადაწყვეტილებები ისინია, რომელთაც ეთიკურ გადაწყვეტილებებად ვერც კი აღვიქვამთ.
ასე რომ, როცა კამათში ჩაებმებით, შეეცადეთ არ დაივიწყოთ, რა მორალური ღირებულება დევს სასწორზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ, შეიძლება, იმაზე მეტი წააგოთ, ვიდრე კამათში გამარჯვების შემთხვევაში მოიგებთ.
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები