ნათელაშვილის თქმით, ხვალ, 13 მაისს ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომა გაიმართება
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცახდებით, ხვალ, 13 მაისიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება. მისი თქმით, ოპოზიცია 14 საათზე შეიკრიბება.
"მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და აი, ამ გაკოტრებულმა რეჟიმმა, რომ ვერანაირი ვირუსები, კორონები, ეპიდემიები და საგანგებოები ვერ გააჩერებს პოლიტიკური ძალებისა და ქართველი ხალხის სწრაფვას, განიკურნოს საშიში, ყველაზე უბედური ვირუსისაგან, რაც კი უშვია საქართველოს ისტორიას ამ რეჟიმის სახით", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დაწესდა ოპოზიციური პარტიები ამ ფორმატის ფარგლებში არ შეკრებილან. თუმცა, ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.
ოპოზიციის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია. განცხადება გააკეთა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც. სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოსგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს".
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა
გადახედვა
-
"მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე "მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე
გადახედვა
-
მარსის გარშემო შეიძლება რგოლები ჩამოყალიბდეს — როდისაა ეს მოსალოდნელი მარსის გარშემო შეიძლება რგოლები ჩამოყალიბდეს — როდისაა ეს მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
-
შალვა პაპუაშილი პაველ ჰერჩინსკის საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის გახსნის პირობებს უყენებს შალვა პაპუაშილი პაველ ჰერჩინსკის საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის გახსნის პირობებს უყენებს
გადახედვა
-
TI: 4 ოქტომბრის საქმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან TI: 4 ოქტომბრის საქმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან
გადახედვა
-
"მხოლოდ განცხადებების გამო დაიწყო ჩემი დევნა და აღიძრა საქმე" — ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენ გამოეხმაურა "მხოლოდ განცხადებების გამო დაიწყო ჩემი დევნა და აღიძრა საქმე" — ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენ გამოეხმაურა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია ანდრია ჯაღმაიძე: მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
გადახედვა
-
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
გადახედვა
-
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
გადახედვა
-
POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება
გადახედვა
-
White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა
გადახედვა
-
გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო) FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
-
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
-
BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა
გადახედვა
-
კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები