დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია პროაქტიულად, ერთიან ფორმატში მიაწოდონ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს შექმნიან.

"ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც გამოქვეყნდება ყოველდღიურად Stopcov.ge-ზე და ყველა ჩვენს მოქალაქეს ექნება სრული ინფორაცია იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის ბრიფინგზე ჩიქოვანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მათ სპეციალური გვერდი გააკეთეს ტელეგრამზეც, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა სიახლე LIVE რეჟიმში ნახონ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 6. კარანტინის რეჟიმში 5 107 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 534.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: