50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება
24 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 801 649;
- გარდაცვლილი — 195 253;
- გამოჯანმრთელებული — 775 988.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 444;
- გამოჯანმრთელებული — 132;
- გარდაცვლილი — 5;
- კარანტინის რეჟიმში — 4949;
- სტაციონარში — 555;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მოსახლეობის რაოდენობა 330 მილიონს შეადგენს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ვირუსისგან დაზიანებულ ქვეყნებთან, იტალიასა და ესპანეთთან შედარებით მაღალია.
დღის ფოტო: ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მამა შვილს სოციალური დისტანციის დაცვით, კარებს მიღმა მდგომი ელაპარაკება
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ტრამპს აინტერესებს, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით გაქრება თუ არა COVID-19
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამედიცინო სფეროს კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ ხერხად ორგანიზმში სადეზინფექციო ხსნარის შეყვანა და მოქალაქეთა ულტრაიისფერად დასხივება დაასახელა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სადეზინფექციო ხსნარები საშიშია და ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში მომწამვლელი შეიძლება გახდეს.
23 აპრილს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა წარადგინა კვლევა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მზეზე და სითბოში ადვილად კვდება. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სადეზინფექციო ხსნარები ვირუსს ადვილად კლავენ.
"როგორც დავინახე, დეზინფექცია ვირუსს ერთ წუთში კლავს. ერთ წუთში. არის რაიმე გზა იმისათვის, რომ რაიმე მსგავსი გაკეთდეს ინიექციის შეყვანით ან თითქმის წმენდით?", — აღნიშნა ტრამპმა.
რა ხდება მსოფლიოში
მსოფლიოს მთავარ სადარდებლად ისევ Covid-19-ის სამკურნალო ვაქცინის ან წამლის შექმნა რჩება.
დღეს, WHO-ს ვებგვერდზე შემთხვევით გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელიც მალევე წაიშალა, თუმცა მედიებმა გადმოწერა მოასწრეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რემდესივერი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური არ არის. კორონავირუსის საცდელ მედიკამენტებს შორის მეცნიერები ყველაზე დიდ იმედს ამყარებენ მასზე ამყარებდნენ.
დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ წამალი პაციენტების მდგომარეობას და სისხლში ვირუსის შემცველობის მაჩვენებელს ვერ აუმჯობესებდა. მედიკამენტის მწარმოებელმა Gilead Sciences-მა განაცხადა, რომ დოკუმენტი კვლევას არასწორად ახასიათებდა.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- დიდ ბრიტანეთში პირველ მოხალისეს ვაქცინა გაუკეთეს;
- საუდის არაბეთი იემენთან ცეცხლს ერთი თვით წყვეტს, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს;
- კორონავირუსთან საბრძოლველად ევროკავშირი $8 მილიარდს გამოყოფს;
- შვედეთში დღეს ინფიცირების 812 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია;
- დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინის გლობალური სამიტი დაიგეგმა, რომელიც 4 ივნისს გაიმართება;
- აშშ ინდონეზიას, ეკვადორსა და სალვადორს სასუნთქ აპარატებს გადასცემს;
- საფრანგეთში კაფეებისა და რესტორნების გახსნას მაისის ბოლომდე არ განიხილავენ;
- მუსლიმანური სამყაროს ნაწილი რამადანს ხალხმრავლობაში, ნაწილი კი იზოლაციაში შეხვდა;
- დიდი ბრიტანეთის მთავრობა მედიკამენტების მისატანად დრონების გამოყენებას აპირებს;
- თვითიზოლაციაში მყოფმა შაკირამ პენსილვანიის უნივერსიტეტის ონლაინ კურსი დახურა
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ეროვნული გამოცდები ჩატარდება, მაგრამ, შესაძლოა, გადავადდეს
კორონავირუსის გავრცლეების გამო, არსებობდა მოსაზრება, რომ ეროვნული გამოცდები გადაიდებოდა; თუმცა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გამოცდები ჩატარდება, თან იგივე ფორმატით, როგორც აქამდე. მისი თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს თარიღი.
რა ხდება საქართველოში
საქართველოში დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით, გამოჯანმრთელებულთა კი 18-ით გაიზარდა.
დღეს მთავარ განსახილველ თემად ანტიკრიზისული გეგმა იქცა, რომელსაც მთავრობა ეფექტურს, ოპოზიცია კი უსარგებლოსა და დაგვიანებულს უწოდებს. ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, მეწარმეებისა და ფერმერების ერთჯერად ან მრავალჯერად დახმარებას.
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულია ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავებაც. ეს ნაწილი მთავრობას 6 ეტაპად აქვს დაყოფილი და მათ შორის 2-კვირიანი შეუალედია. მაგალითად: მანქანებისა და ტაქსების მოძრაობა 27 აპრილიდან აღდგება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები კი, სავარაუდოდ, ივნისში ამუშავდება.
რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- "სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
- საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება
- აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება;
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები