საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
22 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 628,894;
- გარდაცვლილი — 182 992;
- გამოჯანმრთელებული — 716 731.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 416;
- გამოჯანმრთელებული — 107;
- გარდაცვლილი — 5;
- კარანტინის რეჟიმში — 5 148;
- სტაციონარში — 573;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
ახალმა კვლევამ პლაქვენილით მკურნალობისას უფრო მაღალი სიკვდილიანობა აჩვენა
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ჰიდროქლოროქინს (პლაქვენილს) იღებდნენ სიკვდილიანობის უფრო მაღალი დონე აღენიშნებოდათ, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტს არ იღებდნენ. კვლევაში მონაწილეობას აშშ-ის ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციის სამედიცინო ცენტრებიდან 368 პაციენტი იღებდა.
97 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში, რომელშიც პაციენტებს ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვიდილიანობის დონე 27,8% იყო. ხოლო 158 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფში, სადაც მედიკამენტს არ იყენებდნენ, სიკვდილიანობის დონე 11,4% იყო.
აღნიშნული კვლევა სამედიცონო ჟურნალში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, რაც შეეხება აშშ-ის კვლევას, იგი 21 აპრილს პრეპრინტ სერვერზე, medRxiv.org-ზე გამოქვეყნდა.
დღის ფოტო
ბრაზილიის ქალაქ მანაუსში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის მასობრივ საფლავებს თხრიან
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა საზოგადოებას შეახსენა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
გაბრეიესუსი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს.
"ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება", — განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
რა ხდება მსოფლიოში
- იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა;
- წელს მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 6%-ით შემცირდება — მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია;
- უკრაინა საგანგებო მდგომარეობის ვადას 11 მაისამდე ახანგრძლივებს;
- აშშ-ში COVID-19-ით პირველი პაციენტი 6 თებერვალს გარდაიცვალა და არა 29 თებერვალს;
- იაპონია სექსმუშაკებს კორონავირუსის დროს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს;
- აშშ: CDC-ს დირექტორის თქმით, კორონავირუსის ზამთრის ტალღა, შესაძლოა, უფრო მძიმე იყოს;
- სპეციალური დრონები აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულებს ამოიცნობენ;
- ნიუ-იორკში ქორწინების რეგისტრაცია მალე ვიდეო ზარითაც შესაძლებელი იქნება;
- Facebook ბლოკავს ღონისძიებებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესებს არღვევენ.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
იმის დასამტკიცებლად, რომ ივანიშვილი პანდემიისას არ ერთობა, "ოცნება" მისი დღის განრიგს აქვეყნებს
პარტიის განმარტებით, ივანიშვილის ერთი სამუშაო დღის მაგალითზე სურთ აჩვენონ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.
როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარსა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.
რა ხდება საქართველოში
პარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა 97 ხმით, 10-ის წინააღმდეგ. კენჭისყრას 115 დეპუტატი ესწრებოდა. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე ბრძანება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრის ნაცვლად სხდომაზე საკითხი წარადგინა, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები გაიმართა. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლასა და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მოითხოვდა.
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ამბობდა, რომ ოპოზიციის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის დროულად მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში არმისვლა რეგლამენტით იყო გათვალისწინებული.
საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის, პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერის გარეშე გაგრძელდა.
სანამ ოპოზიცია მთავრობისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვდა, პარალელურად მარნეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე სოფლიდან შეკრებილი მოსახლეობა ამბობდა, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გამო პროდუქტის რეალიზების საშუალება არ აქვთ და ეკონომიკურად უჭირთ.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- საქართველოში კორონავირუსისგან მე-5 პაციენტი გარდაიცვალა;
- კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი 68 წლის კაცი იყო, ბოლნისის კლასტერიდან — ტურძელაძე;
- საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობა თქვენზეა — გოცირიძე "ოცნებას";
- ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკის აპარატი საჩუქრად გადაეცა;
- საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა;
- ყველას არ აქვს ფუფუნება, გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს მოქალაქეები — ლევან გოგიჩაიშვილი;
- ზურაბიშვილი: ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ ამან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ უნდა შეაფერხოს;
- ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირი დაჭრეს;
- პოზიტიური და კარგი ნაბიჯი იყო, ბევრი ადამიანი გახალისდა — სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე გამოჩენაზე;
- ხელისუფლების ყველა ღონისძიება სიცოცხლის დაცვას ემსახურება — მთავრობა მანქანების შეზღუდვაზე;
- ჩიქოვანი: 144-ის შეფერხება გადატვირთვამ გამოიწვია; საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე 112-ში არ დარეკოთ;
- არასაგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციისა და კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა შემცირდება — ცვლილებები კანონპროექტში;
- ბოკერია: დღეს ყველაფერზე ისაუბრეს გეგმის გარდა, ივანიშვილის კულტიც განადიდეს, ისევ კილაძემ გამოიჩინა თავი;
- რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მანქანით გადაადგილება დასაშვები გახდა;
- საწარმოები თბილისში, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს, დასუფთავების თანხას არ გადაიხდიან — კალაძე;
- რეგლამენტითაა გათვალისწინებული — ნათია მეზვრიშვილი პრემიერის პარლამენტში არმისვლაზე;
- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა — კალაძე;
- სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერობა შესთავაზა;
- დაუჭრელი და ცოცხალი ვარ — არქიმანდრიტი საბა ჟღენტი სასულიერო პირის მიერ მის დაჭრას უარყოფს;
- ერთეული შემთხვევები იქნება — ნათია მეზვრიშვილი შეზღუდვებზე შერჩევით მიდგომაზე;
- კალაძეს იდეა აქვს, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს;
- სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების მოთხოვნით მარნეულში საპროტესტო აქცია გაიმართა;
- ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის TikTok ვიდეოზე ვრცელი განმარტება გაავრცელა;
- მთავრობა ამბობს, რომ მანქანებით გადაადგილება კურიერებს არ ეკრძალებათ;
- ოცნება ფიქრობს, რომ ოპონენტების მხრიდან ივანიშვილის TikTok ვიდეოს კრიტიკა "უკადრებლის კადრებაა";
- ევროსაბჭოს 2020 წლის მინისტერიალი საქართველოს თავმჯდომარეობით აღარ ჩატარდება;
- შესაძლებელია, ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს — ამირან გამყრელიძე.
სასარგებლო ინფორმაცია
ტაბების დაჯგუფება — Chrome-ის ახალი ფუნქცია მუშაობას გაგიმარტივებთ
Google Chrome-ის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ფუნქცია, რომელიც ტაბებს შორის ნავიგაციას გაგიმარტივებთ.
ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ Google Chrome-ის ბოლო (v81) ვერსია გიყენიათ. ჩამოშალეთ პარამეტრების მენიუ, შედით Help-ში და გახსენით About Google Chrome. თუ თქვენ უახლესი ვერსია არ გიყენიათ, მის გადმოწერას გახსნილი პანელიდანვე შეძლებთ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
- საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება
- აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება;
- მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით;
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
-
Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს
გადახედვა
-
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს სამსახურზე და გეტყვით, რა მდგომარეობაში ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენს სამსახურზე და გეტყვით, რა მდგომარეობაში ხარ
-
წიგნი მოპარული ცხოვრების სევდაზე წიგნი მოპარული ცხოვრების სევდაზე
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
გადახედვა
-
"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს "მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა





კომენტარები