საქართველოშო უკვე კორონავირუსის 420 შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 420 პაციენტიდან სულ 313 მკურნალობს სხვადასხვა კლინიკაში.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის, გამოჯანმრთელებულია 107 ადამიანი და გარდაცვლილია 5 პირი. კარანტინის რეჟიმში სულ 5 223 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 584.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: