ოთხშაბათს, თეთრი სახლის წითელი ხალიჩით მოფენილ დერეფანში ჰუმანოიდი რობოტი გამოჩნდა. ამერიკული წარმოების რობოტი პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახლდა ღონისძიებაზე, სადაც მან განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ მოგვიწოდა.

ადამიანის ფორმის რობოტი, რომელმაც თავი "Figure 03"-ის სახელით წარადგინა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათობით პირველი ლედის მიესალმა. სამიტი ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული.

"მიხარია, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვარ", — წარმოთქვა რობოტმა.

რობოტი დამსწრე აუდიტორიას 11 ენაზე მიესალმა, მათ შორის ქართულადაც. ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი ესწრებოდა.

მელანიას თქმით, Figure 03 პირველი ამერიკული წარმოების ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც თეთრ სახლს ესტუმრა.

"ძალიან მალე ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მობილური ტელეფონებიდან ჰუმანოიდ რობოტებში გადავა", — თქვა მან.

პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მომავალში ჰუმანოიდი მასწავლებლები გამოჩნდებიან, რომლებიც ბავშვებს სწავლაში დაეხმარებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.