დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიაქოვანის თქმით, საქართველოში უკვე არის "შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება" ამის შესახებ მან მთავრიბის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გუშინ იყო შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და 15 აპრილის მონაცემებით უკვე 306 ინფიცირებულია ქვეყანაში.

"ფაქტობრივად ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად".

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: