დაამატეთ საკარანტინე სივრცეები, გადაუხადეთ კომპენსაცია უცხოეთში დარჩენილებს — ბოკერია ხელისუფლებას
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბუნდოვანი პასუხები აქვს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დროულად ვერდაბრუნებაზე, ამიტომ აძლევს მათ რჩევებს, როგორ მოაგვარონ არსებული პრობლემა და მოუწოდებს, რომ უცხოეთში დარჩენილ მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადონ.
კერძოდ, მთავრობის განმარტება, თითქოს მოქალაქეების დაბრუნება ფრენების სირთულის გამო ვერ ხდება, ბოკერიასთვის არარელევანტურია. მისი თქმით, ფრენები ყველგან შეჩერებულია და ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის მარტივი იქნება მსგავსი შეკვეთის აღება. მისივე თქმით, რეალური პრობლემა ის არის, რომ არ არის საკმარისი საკარანტინე ადგილები ჩამოყვანისთანავე ამ ხალხის გადასაყვანად. ამის მოსაგვარებლად კი ბოკერია სთავაზობს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ იმ სასტუმროებს, რომლებიც ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო ცარიელია.
ბოკერიას თქმით, თუ სახელმწიფო ერთ კვირაში ვერ ჩამოიყვანს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს დაბრუნების სურვილი საკონსულოებში, მაშინ მათ უნდა გადაუხადოს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით. კერძოდ, თუ მოქალაქეები შეყოვნდებიან ერთი კვირით, უნდა გადაუხადონ მინიმალური ხელფასის 1/4. ამავდროულად, მისი თქმით, ეს თანხა კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.
ბოკერიას განცხადებით, თუ მოქალაქეები მომავალშიც გამოთქვამენ დარეგისტრირების სურვილს და სახელმწიფო 10 დღეში ვერ უზრუნველყოფს მათ ჩამოყვანას, მაშინ კომპენსაციის იგივე წესი უნდა გავრცელდეს.
"კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილმსაყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება", — განაცხადა ბოკერიამ.
მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხი ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციისა და ხელისუფლების კამათის საგანი გახდა. კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შეუძლია საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისები უზრუნველყოს, რაზეც პასუხად უარი მიიღო.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს, ფული ფონდში ჩარიცხოს. მისი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე კვირაა მხოლოდ ჭორაობენ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახარიას პასუხად განაცხდა, რომ, რომ ფონდში ფული შეუძლია "ბუნკერში ჩამალულმა უფროსმა" ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხოს. სააკაშვილის თქმით, მთავრობისგან მხოლოდ 2 რამეს ითხოვენ, რომ მიმართონ საელჩოებს წერილით, რათა გაიხსნას აეროპორტები და შემდეგ ამ რეისმა თბილისში დაჯდომა მოახერხოს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინული ავიაკომპანია მზად არის 6, 7, 8 და 9 აპრილს თბილისისკენ რეისები შეასრულოს და სთხოვა ხელისუფლებას, რომ ნებართვა მისცენ. თუმცა, პასუხად ისევ ფულის ფონდში ჩარიცხვა მიიღო, ამჯერად, საგარეო საქმეთა მინისტრისგან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები