პანდემიის პირობებში მაინც, ლექსიკონიდან ამოიღეთ ჭორიკანა — ვაშაძე ხელისუფლებას ფრენებზე პასუხობს და განრიგს ასახელებს
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / FB
პრემიერ-მინისტრის განცხადების პასუხად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ საუბრის მანერა შეცვალოს და ფრენების განრიგი დაასახელა.
"ამ პანდემიის პირობებში მაინც, თქვენი ლექსიკონიდან ამოიღეთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის ჭორიკნები, არაფის თავი არ აქვთ და ასე შემდეგ. ეს არც თქვენ გამოგაჩენთ კარგ შუქში და არც ჩვენ", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ისევ ძალაშია შეთავაზება უკრაინული კომპანია Sky up-ით საქართველოს მოქალაქეები უფასოდ დააბრუნონ: 6 აპრილს ბარსელონადან, 7 აპრილს ბერლინიდან, 8 აპრილს ვარშავიდან და ბერლინიდან, 9 აპრილს კი რომიდან. მისივე თქმით, ხელისუფლების მითითების შემთხვევაში ავიაკომპანია მზად არის ეს გრაფიკი და მიმართულებები შეცვალოს.
ვაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია ითხოვს, რომ ბორტის ეკიპაჟმა გაიაროს სასაზღვრო კვეთა და სხვა პროცედურები მგზავრებისგან განცალკევებით. მისივე თქმით, თუ ეკიპაჟის რომელიმე წევრს ვირუსი დაუდგინდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს მკურნალობის პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორისა 24 საათში ერთხელ თვითმფრინავის დეზინფექცია და ტექნიკური შემოწმება.
"მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა რეისის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებზე. მათ შორის: ეკიპაჟის ტრანსფერი სასტუმროს და აეროპორტს შორის, ეკიპაჟის განთავსება სასტუმროში სამჯერადი კვებით, წყალი და საკვები ბორტზე, მინიმუმ 200 პირბადე ყოველ რეისზე, აეროპორტის მომსახურეობის ხარჯები", — განაცხადა მან.
ვაშაძე თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას რეისების განსახორცილებლად, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს მიმართოს, რომ კომპანიას ფრენების განხორციელების უფლება მისცენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს, ფული ფონდში ჩარიცხოს. მისი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე კვირაა მხოლოდ ჭორაობენ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახარიას პასუხად აცხადებს, რომ ფონდში ფული შეუძლია "ბუნკერში ჩამალულმა უფროსმა" ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხოს. სააკაშვილის თქმით, მთავრობისგან მხოლოდ 2 რამეს ითხოვენ, რომ მიმართონ საელჩოებს წერილით, რათა გაიხსნას აეროპორტები და შემდეგ ამ რეისმა თბილისში დაჯდომა მოახერხოს.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები