იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამშაბათს იტალიის ექიმთა ფედერაციამ განაცხადა, რომ კიდევ 5 ექიმი გარდაიცვალა. კორონავირუსით ქვეყანაში მინიმუმ 8 956 სამედიცინო სფეროს მუშაკია ინფიცირებული. ამ შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით თითქმის 500-ით გაზარდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: