გახარია: საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რაც დღეს არ აქვს
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება "მთავრობას არ შესძენს ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გააჩნია". ამის შესახებ პრემიერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპისთვის აუცილებელი არაა.
"რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დღე გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამავე თემაზე:
- გახარია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი მარტივია
- გახარია: ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება, ეს ობიექტური რეალობაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ
- კორონავირუსზე მთავრობის გაცემული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა — გახარია
- საბედნიეროდ, იმ ეტაპზე არ მივსულვართ, ტრადიციების სფეროში აკრძალვებით შევიდეთ — გახარია ზიარებაზე
დღეს მთვრობამ ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.
გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:
- ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება
- სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირება სრულად შეიზღუდება
- საბედნიეროდ, იმ ეტაპზე არ მივსულვართ, ტრადიციების სფეროში აკრძალვებით შევიდეთ — გახარია ზიარებაზე
- გახარია: ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება, ეს ობიექტური რეალობაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ
- გახარია: სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს
პანდემია და რეკომენდაციები
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს
გადახედვა
-
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
-
ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
-
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშილი: მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი პროვოკატორია ლევან ხაბეიშილი: მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი პროვოკატორია
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს
გადახედვა
-
"მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე" "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
გადახედვა
-
კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი? კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
-
ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე? ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე?
-
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა
გადახედვა
-
არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის
-
დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება
-
400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება 400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება
-
2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
-
თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
გადახედვა
-
TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს
გადახედვა
- ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი? ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი?
კომენტარები