9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკელი ისტორიკოსის იან თოლის საჯარო ლექცია სახელწოდებით "ამერიკა: 25 წელი დამოუკიდებლობის შემდეგ".

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე აქცენტი გაკეთდება ამერიკელი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. აგრეთვე, შიდა და გარე ზეწოლაზე, რამაც ამერიკის მეთაურები აიძულა, ებრძოლათ სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

ლექციის დაწყებამდე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი. ლექციაზე დასწრება თავისუფალია