იტალიაში კორონავირუსით ერთ დღეში 175 ადამიანი გარდაიცვალა და 2 795 დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პარასკევიდან იტალიაში კორონავირუსით 175 ადამიანი დაიღუპა და ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი 1 441-მდე გაიზარდა.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 20 455 შემთხვევა დადასტურდა. ევროპის კონტინენტზე იტალიაში კორონავირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ მთელი ქვეყანა ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდა. მკაცრად კონტროლდება როგორც ქალაქებში, ისე ქალაქებს შორის გადაადგილებაც.

იტალიის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენები უკვე შეაჩერა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: