შეცდომით გაგზავნილი შეტყობინება და მობილიზაცია ფეისბუქზე თორნიკე რიჟვაძის დასახმარებლად
აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა, ნონა კვასტიანმა ჟურნალისტების ჩათში მიიწერა შეტყობინება, რომელიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი. შეტყობინების სქრინი თავდაპირველად რეგიონულმა მედიამ, 25-ე არხმა გავრცელა.
შეტყობინებაში კვასტიანი ითხოვდა მობილიზებას მთავრობის თავმჯდომარისა და ტელეკომპანია იმედის ფეისბუქგვერდებზე იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ეთერის დროს ნეგატიური კომენტარები გაენეიტრალებინათ. რამდენიმე წუთში მან ჟურნალისტების ჩატი დატოვა, პრესსამსახურის სხვა თანამშრომელმა კი დაწერა, რომ კვასტიანს "სიცხე ჰქონდა" და მობილიზებაზე განცხადება მისი "ფანტაზიის ნაყოფი იყო". ის ამტკიცებდა, რომ აჭარის მთავრობა ასე არ მუშაობს.
კვასტიანმა მომხდარის უარყოფა ან დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა. მან On.ge-ს განუცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარს არ აპირებს და ტელეფონი გათიშა. სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ არც მთავრობის თავმჯდომარე და არც პრესსამსახურის თანამშრომლები.
განახლება: პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებენ, რომ მათი წარმომადგენელი არა ვინმეს მობილიზებას, არამედ მოსახლეობის "დაცვას" ცდილობდა "ფეიქ ნიუსებისა და ბოტებისგან".
რიჟვაძისა და ტელეკომპანია იმედის ფეისბუქგვერდზე იმ ვიდეოს კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც იგეგმებოდა მობილიზება, პოზიტიურია. მათი დიდი ნაწილი მსგავსიც კია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რიჟვაძე "კარგი ლიდერია" და "ხალხის საჭიროებები ზუსტად ესმის".
ქართული ოცნება რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას სოციალურ ქსელებით ცდილობს არაერთი ადგილობრივი არასამთავრობოს კვლევითა და ფეისბუქის განცხადებით დასტურდება. რამდენიმე თვის წინ ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი თქმით, ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა.
მმართველ გუნდში უარყვეს, რომ ტროლების ქარხანას მართავენ და იმას იმეორებდნენ, რომ ეს ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები