ნახეთ ტომ ჰოლანდი და რობერტ დაუნი "უკან მომავალშის" შემზარავად რეალისტურ Deepfake ვიდეოში
თანამედროვე ეპოქაში უკვე აღარ გვაოცებს რომელიმე ცნობილი ფილმის რიმექისა თუ გაგრძელების ხილვა — იქნება ეს Mulan, Saw თუ Ghostbusters. თუმცა აქამდე არავის დაუპირებია 80-ანი წლების კლასიკური ტრილოგიის, რობერტ ზემეკისის უკან მომავალში გათანამედროვებული ვერსიით გადაეღო.
და თუ დღეს მაინც გადაიღებდნენ ამ ფილმს, ვის ვიხილავდით ყველასთვის ცნობილი მარტი მაკფლაისა და პროფესორ ემეტ ბრაუნის როლში?
იქნებ, რკინის კაცი და ადამიანი-ობობა?
რობერტ დაუნ უმცროსი და ტომ ჰოლანდი თანამედროვე კინოში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პარტნიორი გმირები და მსახიობები არიან.
კინოსტუდიებმა არა, თუმცა ერთ-ერთმა კინომოყვარულმა, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს კარგად ფლობს, ფილმის უკან მომავალში Deepfake ვიდეო გააკეთა და მარტი მაკფლაისა და პროფესორ ემეტ ბრაუნის გმირებს ტომ ჰოლანდისა და რობერტ დაუნ უმცროსის გამოსახულება მისცა.
შედეგი შემზარავად რეალისტურია.
იუთუბზე ვიდეო EZRyderX47-ის სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა 14 თებერვალს ატვირთა და უკვე 4 მილიონამდე ნახვა დააგროვა.
ამ ვიდეოს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ციფრული პლასტიკური ქირურგიის შედევრი: შედეგი იმდენად ზუსტია, რომ მოყვარულისთვის რთულია მასში კომპიუტერული კვალის ამოცნობა. Deepfake სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიის მიერ შექმნილი ვიდეო რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.
ამის კიდევ ერთი ცნობილი მაგალითი შარშან გამოქვეყნებული Deepfake ვიდეოა, რომელშიც The Shining-ში ჯეკ ნიკოლსონის ნაცვლად ჯიმ ქერის გამოსახულება ჩასვეს. ვიდეო იმდენად ბუნებრივი ჩანდა, რომ სოციალურ ქსელებში მას ჯიმ ქერის სამსახიობო ოსტატობის დასტურად ავრცელებდნენ.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეს მიღწევები ამჟამად ძირითადად გასართობი ხასიათისაა, თუმცა მომავალში არსებობს საშიშროება, რომ ის ყალბი ამბების, სიძულვილისა და პორნოვიდეობის გასავრცელებლად აქტიურად გამოიყენონ.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
კომენტარები