პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია დასპონსორებულია.

"Bloomberg-ის სტატია, რომელზეც თქვენ მეკითხებით მაღალი ალბათობით, სავარაუდოდ, არის დასპონსორებული სტატია, ეს იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ უთქვამს და არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 76 მილიონს ხარჯავს", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

Bloomberg-ის სტატიაში ბიძინა ივანიშვილი "ჩრდილოვან მმართველადაა" მოხსენიებული და მის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებია გამოთქმული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტიების ნაწილს, რომლებსაც ქვეყანაში დაბალი და "ნულოვანი" მხარდაჭერა აქვთ წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ.