ქვეყანაში შეჩერდა დემოკრატიული განვითარების შანსი — ენმ სენატორის კრიტიკულ წერილს ასაჯაროებს
ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა ჰელსინკის კომისიის წევრის, სენატორის როჯერ ვიკერის წერილი. ამის შესახებ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, წერილის ავტორი არის შეირაღებული ძალებისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრი ამერიკის სენატში.
სალომე სამადაშვილის თქმით, სხვა წერილებისგან განსხვავებით, ამ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში.
"კონკრეტულად, სენატორი აცხადებს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტიურად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ, როცა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა მაგალითად ნიკა მელია ან გიგა ბოკერია", — თქვა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს წერილი დეკემბერში მიიღო და სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო "გადამალა". სამადაშვილის აზრით, ეს წერილი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.
"სენატორი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხებოდა დემოკრატიას და ეს პირველ რიგში იყო სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, პირველ რიგში, რაც შეეხება დაპირებული საარჩევნო სისტემის უკან წაღებას და იმან, რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სამართლებრივ სასამართლო სისტემაზე უზენაესის მოსამართლეების დანიშვის გზით, ფაქტიურად ქვეყანა ძალიან უკან დასწია და შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი", — თქვა სალომე სამადაშვილმა წერილის შინაარსის გაცნობისას.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს, 25 იანვარს თქვა, რომ თუ ხელისუფლება დეკემბერში მიღებულ კრიტიკულ წერილს არ გაასაჯაროვებდა, მაშინ ამას თვითონ გააკეთებდნენ.
გუშინ, 24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები