აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. სიენენის ინფრომაციით, ახლო აღმოსავლეთში, დამატებითი შემადგენლობა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალებიდან გამოიყოფა. ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, პენტაგონმა რეგიონში იმავე დანაყოფის 750 ჯარისკაცი უკვე გაგზავნა.
მას შემდეგ, ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს, ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელ
რას ამბობენ შტატებში
დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:
"ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია".
მანამდე, მან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო შეტევა "გარდაუვალი შეტევის" ჩასაშლელად დაიგეგმა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ულოცავს ყველას ვინც სოლეიმანის განადგურების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი თეირანის რეჟიმის შესაცვლელად.
აშშ-ს ოპერაციას განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი. იგი წერს, რომ სოლეიმანი იმსახურებდა პასუხისგებას ამერიკელი ჯარისკაცებისა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილისთვის. მიუხედავად ამისა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია "ესკალაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", რაც კიდევ უფრო წაახალისებს ირანელებს ამერიკაზე თავდასხმისკენ. მისი თქმით, ტრამპმა "ნაღმი ისროლა დაძაბულობის კერაში".
კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი, სენატორი ელიზაბედ უორენი "მკვლელს" უწოდებს სოლეიმანს, რომელმაც "ათასობით ადამიანი იმსხვერპლა". იგი ამატებს, რომ ტრამპის დაუფიქრებელი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს ირანთან და გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას.
წარმომადგენმლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტევა კონგრესთან შეუთანხმებელი იყო. 2019 წლის ივნისში პელოსი ამბობდა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს კონგრესის თანხმობის გარეშე.
ევროპის რეაქცია
ევროპული ქვეყნებიდან გენერლის მკვლელობას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, "ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოს ვაღვიძებთ და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის საშიშია".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, ამერიკული შეტევა იყო იმ სამხედრო პროვოკაციებზე პასუხი, რასაც ირანი აკეთებდა.
ბრიტანეთის მთავრობა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესება არავის ინტერესშია.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ირანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ნებისმიერ თავშეყრის ადგილს უახლოესი სამი დღის განმავლობაში. მათ, ასევე, რეკომენდაცია გასცეს, გონივრულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, მოგზაურობისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ დატოვონ ბაღდადი.
რუსეთის პასუხი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენერლის მკვლელობა. უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გენერლის მოკვლით შტატებს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა უნდა:
"ეს მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება".
რუსმა დეპუტატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ლეონიდ სლუცკიმ კი თქვა, რომ "ამერიკელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს".
BBC-ის ცნობით, გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. ბარელი ნავთობის ფასი 4 პროცენტზე მეტით გაიზარდა და $69,50 შეადგინა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
რა მოხდა ბაღდადის აეროპორტში
ირანელი გენერალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ერაყში და მთელ რეგიონში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას.
პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები