ვაღიარებ, ადრე მიდგომა უსამართლო იყო, ამიტომ ტელევიზიებმა ვალების დაგროვება უნდა გააგრძელონ? — მაჭავარიანი
ინკასოდადებული ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მათ ვალების ჩამოწერის და გადანაწილების ძველ მეთოდებზე აქვთ პრეტენზია. მისი თქმით, ძველი ვალის უსამართლობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალი დაგროვდეს.
"მეც ვაღიარებ, რომ ძველი არასწორი იყო, მაგრამ იმიტომ რომ ის არასწორი იყო გავაგრძელოთ TV პირველმა კიდევ დააგროვოს ვალი, რუსთავმა კიდევ დააგროვოს?" — ჰკითხა მინისტრმა ჟურნალისტებს და დაამატა:
"წაბრძანდით, 2010 წლის ჩამოწერა, 2012 წლის ჩამოწერა გამოიკვლიეთ და აგებინეთ პასუხი, საერთოდ არ მაინტერესებს".
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა ვერ გადადგეს ისეთი ქმედითი ნაბიჯები, როგორსაც მისი უწყება დგამს ახლა. მინისტრი იმითაც გაკვირვებული იყო, თუ რატომ მისცეს წინამორბედებმა 2016-2017 წლებში რუსთავი 2-ის იმის უფლება, რომ ამხელა ვალი დაეგროვებინა.
25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო. ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდათ.
ფინანსთა სამინისტროში არ ამხელენ, ზუსტად რომელ ტელევიზიებს დაადეს ინკასო. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა. ინკასოდადებული ტელევიზიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენელები ინფორმაციას ადასტურებენ და ამას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ.
ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, მინისტრთან შეხვედრისას პროტესტი გაუჩინა იმან, რომ ვანო მაჭავარიანს "არ აინტერესებდა" რატომ იყვენენ მისულები ტელემაუწყებლების დირექტორები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები