ტიმ ბარტონი თუ დისნეი და რობ მარშალი - ვინ გადაიღებს ახალ მერი პოპინსს?
აღმოსავლეთის ქარი პირდაპირ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, თქვენ ალუბლების ქუჩას და სახლ ნომერ 17-ს ეძებთ, რადგან ეს წიგნი სწორედ ამ სახლზეა დაწერილი. სახლის ამჟამინდელი მეპატრონეები კი მისტერ და მისის ბენქსები არიან.
იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ალუბლების ქუჩაზე მდებარე სახლში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძიძა, თავად ზღაპარიც ძალიან ცოტას გვეუბნება, ალბათ მერი პოპინსი აღმოსავლეთის ქარს გამოჰყვა.
პამელა ლინდონ ტრევერსი ყოველთვის ცდილობდა პირადი ცხოვრება და თავისი ავსტრალიური წარმომავლობა დაემალა. “თუკი ჩემი ბიოგრაფიული ფაქტები გაინტერესებთ მოიძიეთ ისინი მერი პოპინსში", - პასუხობდა ჟურნალისტებს.
მერი პოპინსის პერსონაჟის გამომგონებლის ცხოვრება არც ისე ბედნიერი იყო. გასაკვირი არც არის, ძირითადად ასეთი გმირები ხომ ნაცრისფერდღიანი, მაგრამ მეოცნებე მწერლების ფანტაზიის ნაყოფია.
პამელა ისევე გამოჰყვა აღმოსავლეთის ქარს, როგორც მისი პერსონაჟი. ტრევერსი ავსტრალიაში, ქალაქ მერიბოროში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელი კი ჰელენ ლინდოლ გოფი იყო.
ფოტო: getty
ჰელენი მამის გარდაცვალებაში ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მერი პოპინსის ისტორიაც ერთგვარი პატიების თხოვნა იყო მამისადმი. თუკი უფრო ღრმად ჩავეძიებით პოპინსის პროტოტიპულ სახეს, მას სწორედ პამელას ავსტრალიური ბავშვობის პერიოდში შეგვიძლია მივაგნოთ. ზღაპრული ძიძის ხასიათის რამდენიმე თვისება აღებულია მისი დეიდისგან, რომელიც ჰელენის ოჯახის დასახმარებლად და მათი მამის მოსავლელად ჩავიდა მერიბოროში. სწორედ აქედან იწყება ამბავი ძიძაზე, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა მეჭეჭი.
ისტორია ზღაპრულ ძიძაზე პირველად 1934 წელს გამოიცა და რამდენიმე კვირაში ბავშვების, მოზარდებისა და სრულწლოვანების გულები ერთნაირად დაიპყრო. მათ რიცხვში შედიოდა ამერიკული რეჟისორი და ბიზნეს მაგნატი უოლტ დისნეი. დისნეი 20 წელი ცდილობდა ტრევერსი მისი ნაწარმოების ეკრანიზაციაზე დაეთანხმებინა. საბოლოოდ ავტორი დაითანხმეს ჩასულიყო ლოს-ანჟელესში და მონაწილეობა მიეღო სცენარის შექმნაში. თუმცა მისი მუდმივი უკმაყოფილება დიდი რისკის ქვეშ აყენებდა წამოწყებას.
დიდი დავა იყო მთავარი როლის შემსრულებელთან დაკავშირებით, რადგან მწერალს არც ერთი განხილული კანდიდატი არ მოსწონდა.
როლზე განიხილებოდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც - ბეტი დევისი და ოდრი ჰეპბერნი იყვნენ. თუმცა საბოლოოდ მწერალმა საკუთარი არჩევანი ჯული ენდრიუსზე შეაჩერა.
მერი პოპინსმა დღის სინათლე 1964 წელს იხილა, ეკრანიზაციამ ოსკარის 13 ნომინაცია და 5 ჯილდო მიიღო. მათ შორის ჯული ენდრიუსმაც - საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.
წიგნი დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც 80 წლის წინ როცა პირველად გამოიცა. რეჟისორები კი დღემდე ცდილობენ ყველა ბავშვისთვის საოცნებო ძიძა ეკრანზე გააცოცხლონ. უამრავი კინოვერსიის შემდეგ, ერთ-ერთი ვინც მის ეკრანზე გაცოცხლებას შეეცდება ტიმ ბარტონია, რომელიც მერი პოპინსს სხვა რაკურსით დაგვანახებს. მთავარ როლში ქეით ბლანშეტი იქნება, თუმცა ფილმის გადაღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თუმცა მანამდე ბარტონს დაასწრეს და რეჟისორმა რობ მარშალმა დისნეისთან ერთად ფილმის ახალი ვერსის გადაღება გადაწყვიტა, უფრო სწორედ კი მისი გაგრძელების. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლის მოსარგებად ერთმანეთს ჰოლივუდის ვარსკვლავები სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან, მათ შორის ლედი გაგა, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი, ბოლოს როლი სწორედ ემილის, ამერიკის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობს ერგო.
მასთან ერთად კი ფილმში მერილ სტრიპი, კოლინ ფერთი და ბენ უიშოუ გამოჩნდებიან.
ყველა ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, ბავშვების საოცნებო ძიძის ისტორია კი არ მთავრდება. მისტერ ბენქსი აუცილებლად შეაკეთებს ფრანს, რომელსაც მისის ბენქსი აუცილებლად შეაბამს ახალ ბაფთას, მერი პოპინსი გაშლის ქოლგას, მიეფარება თვალუწვდენელ ცას და გაჰყვება აღმოსავლეთის ქარს, რომელიც საბოლოოდ 2018 წლის 25 დეკემბერს ფილმის პრემიერამდე მოიყვანს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა

კომენტარები