რუსულ ფერმაში ძროხებს VR სათვალეები მოარგეს, რომ მეტი მოიწველონ
რუსეთის ერთ-ერთ ფერმაში ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც სპეციალურად ძროხების გონების შესაძლებლობებს მოარგეს.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ძროხის ემოციური განწყობა მის პროდუქტიულობას და შესაბამისად, რძის რაოდენობას ზრდის. ამის გამო ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენება დაიწყეს, რათა ცხოველებს სტრესი შეუმცირდეთ და თავი უკეთ იგრძნონ.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ექსპერიმენტები რამენსკის რაიონში მდებარე RusMoloko-ს ფერმაში ჩატარდა.
"სხვადასხვა ქვეყნის ფერმების მაგალითი გვაჩვენებს, რომ მშვიდი გარემო რძის რაოდენობას და ხანდახან ხარისხსაც კი მნიშვნელოვნად ზრდის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ფერმაში მყოფი ძროხები ძირითადად მხოლოდ დახურულ სივრცეში იმყოფებიან, ვირტუალური რეალობის სათვალეებით კი მათ უქმნიან ილუზიას, რომ თავისუფალ გარემოში, მინდორზე ნავარდობენ და ბალახს ძოვენ, რაც მათ განწყობაზე დადებითად აისახება.
მეცხოველეობის ინდუსტრიაში ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ, ცხოველების ემოციური მდგომარეობა გააუმჯობესონ: მათ ხშირად სპეციალური ჯაგრისებით ვარცხნიან და მშვიდ მუსიკასაც კი ასმენინებენ. შესაბამისად, ამ მხრივ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებლად შეიძლება ჩაითვალოს: თუ ძროხები ვირტუალური რეალობის სათვალეებით თავს უკეთ იგრძნობენ, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ის?
თუმცა, ამ ფაქტს იმ ეთიკურ დილემასთან ერთად, რომ ცხოველებისთვის ილუზიის შექმნის ნაცვლად ხომ არ აჯობებდა მათი ცხოვრების პირობები რეალურად გაუმჯობესებულიყო, თან ახლავს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი: რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყვიტეს ფერმაში ამ სიახლის დანერგვა, არა რომელიმე ავტორიტეტულმა და გამოცდილმა უნივერსიტეტმა ჩაატარა, არამედ რუსული რძის ინდუსტრიის გამოცემა Milknews.ru-მ, რაც კვლევის შედეგების მიმართ მიკერძოებულობის ნიშნებს აჩენს და უნდობლობას იწვევს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები