ბიბილოვის მტკიცებით, გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთა "ქართული პროვოკაციული პოლიტიკის" გაგრძელებაა
ოკუპირებული სამაჩაბლოს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთა ქართული პოლიტიკის მიზანმიმართული გაგრძელებაა. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ის ამტკიცებდა, რომ საქართველო ყოველთვის "პროვოკაციულად" იქცევა დისკუსიების ახალი რაუნდის წინ.
ბიბილოვმა შეხვედრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი წნელისში ქართული საგუშაგოს მშენებლობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირების გარეშე პრობლემები ვერ მოგვარდება. ის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ისევ საქართველოს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ოსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯები "გასაგები, არაორაზროვანი და ღიაა".
"ყველა სახელმწიფოს წმინდა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს საზღვართან... ეს [წნელისის საგუშაგო] თავის მხრივ იმ თოკის ბოლო ნაწილია, რომელსაც უნდა დაქაჩა პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვთხოვთ მოვაგვაროთ პრობლემები, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გვაქვს", — განუცხადა მან თანათავმჯდომარეებს და მოუწოდა ქართულ მხარეს ურჩიონ სიტუაციის განმუხტვა.
ბიბილოვმა მიმდინარე მოვლენები 2008 წელს შეადარა და აღნიშნა, რომ მაშინაც ქართული მხარის "პროვოკაციები" გამოიწვია დასავლელი კოლეგების დუმილმა. დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო ავრცელებს.
9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღირა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები