სიცოცხლის უფლება ყველასია? - შსს-სთან აქცია გაიმართა
ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტის გასაპროტესტებლად და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარების მოთხოვნით, შსს-ს შენობასთან დღეს, 16 ოქტომბერს აქცია გაიმართა.
ქალთა უფლებადამცველმა, იურისტმა, ბაია პატარაიამ On.ge-ს უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ეკისრება:
"ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მათ შორის არის სახელმწიფოც. სახელისუფლებო და სხვა რამდენიმე პარტია წინასაარჩევნო პერიოდში ქადაგებდა, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანა. ეს კამპანია აღვივებს შიშს ლგბტ ადამიანების მიმართ. მაშინ, როცა ხელისუფლების ვალდებულებაა, ყოველდღე ესაუბრებოდეს ჩვენს საზოგადოებას და ეუბნებოდეს, რომ ლგბტ ადამიანები და საერთოდ გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ ვიცი კვალიფიკაციის გამო, იმის გამო, რომ მათ არ ესმით რას ნიშნავს სიძულვილით ჩადენილი დანაშაული, თუ პოლიტიკური ნების გამო სხვადასხვა ტიპის დანაშაულს, მათ შორის ფემიციდსაც, არ აკვალიფიცირებს როგორც დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულს. მოტივი კი ძალიან მნიშვნელოვანია. ის შეიძლება იყოს დამამძიმებელი გარემოება სანქციის შეფარდების დროს."
ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს დირექტორის ლევან ბერიანიძის თქმით, აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ შეჩერდეს ლგბტ ადამიანებისადმი და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალებისადმი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული:
"ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ტრანსგენდერი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. რამდენიმე ტრანსგენდერი ადამიანი გახდა მკვლელობის მსხვერპლი. საბი ბერიანის საქმის მიმართ სასამართლო იყო არასენსიტიური. ეს იწვევს დაუსჯელობის სინდრომს და ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ადამიანს, რომელიც არის მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი."
რესპუბლიკური პარტიის წევრი და უფლებადამცველი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ აქციაზე შეკრებილები სრულიად სამართლიანად ითხოვენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას:
"ჩვენ ყოველ დღე ვუყურებთ თუ როგორ შეიძლება ადამიანების მიმართ ხდებოდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. რა თქმა უნდა, საბი ბერიანის მკვლელი დღეს არ უნდა იყოს იმ მდგომარეობაში როგორც არის. მის მიმართ უნდა დამდგარიყო ის კვალიფიკაცია, რასაც დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ითხოვენ. საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რომ ადამიანი იბრძვის სიცოცხლისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ის მიაჩნია არათანასწორად, მიაჩნია რომ ასეთი არ უნდა ცოცხლობდეს".
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები