ზალკალიანი ამბობს, რომ ლავროვთან შეხვედრა დროული და საჭირო იყო
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა დროული და საჭირო იყო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"თუნდაც უკან დავახვიოთ დრო და ისევ დამაბრუნა იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ვიყავი ნიუ-იორკში ჩასვლის დღეებში, მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება", — აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრისვე თქმით, შეხვედრის გადაწყვეტილება მათ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციის შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.
"მთავარი მოტივაცია იყო ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც იყო ბორდერიზაციის მიმართებით".
26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს დიპლომატიური კონტაქტი არ ჰქონიათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი იყო.
შევხედრისა და მოლაპარაკებების დეტალებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ აინტერესებდათ, რატომ შეხვდა ზალკალიანი ლავროს ისე, რომ წინასწარ ამის შესახებ არავინ იცოდა და მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
როგორც ზალკალიანი ამტკიცებს, შეხვედრის შესახებ მან წინა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ისაუბრა და ეს გაშუქდა როგორც ტელევიზიით, ისე ონლაინმედიით.
გაიგეთ მეტი:
- შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ითხოვა — სერგეი ლავროვი
- აშშ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება
- ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი გადაიდგა — ციხელაშვილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე
- იმედია, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას — გახარია
- ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო — წულუკიანი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები