ნობელის პრემია 2019 — ფიზიკოსები, რომლებმაც ჩვენი წარმოდგენები სამუდამოდ შეცვალეს
8 ოქტომბერს ნობელის პრემიის კომისიამ ფიზიკაში 2019 წლის გამარჯვებული დაასახელა. ჯილდო სამყაროს ევოლუციისა და მასში დედამიწის ადგილის მკლევართა სამეულს გადაეცა
2019 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები შვედეთის სამეფო აკადემიაში 8 ოქტომბერს გამოაცხადეს. ჟიურის წლევანდელი ფავორიტი კოსმოლოგ-ფიზიკოსთა ტრიო გახდა.
ნობელიანტთა სამეული ასე გამოიყურება:
მედიცინისაგან განსხვავებით, ჯილდო მეცნიერებს შორის განსხვავებულად გადანაწილდა.
სამყაროს ევოლუცია, ანუ დიდი აფეთქებიდან დღემდე
კანადელ მეცნიერს, ჯეიმს პიბლსს ჯილდო სამყაროს ევოლუციის შესახებ კვლევაში მიღწეული წარმატებებისთვის ერგო. აღნიშნული წარმატება მკვლევარისთვის მოსალოდნელი გახლდათ. იგი თეორიულ ასტროფიზიკაში 55 წელზე მეტია მოღვაწეობს და შეიძლება თამამად ითქვას — პიბლსი თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ჯეიმს პიბლსის კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება განვითარების საწყის ეტაპზე გახლდათ: კოსმოლოგიური მანძილები ხშირად უბრალოდ უხეში ვარაუდები გახლდათ, ხოლო სამყაროს მიახლოებითი ასაკი დაუდგენელი და საკმაოდ დიდი კამათის მიზეზი იყო.
კანადელი ასტროფიზიკოსი დაახლოებით 20 წელი მუშაობდა თავის აწ უკვე ნობელის ჯილდოს მფლობელ ნაშრომზე. იგი პირველი გახლდათ, ვინც დიდი აფეთქებიდან 400 000 წლის შემდეგ არსებული მიკროტალღური რადიაციის შესახებ გამოთქვა მოსაზრება და ამგვარად მოახერხა აღეწერა ჩვენი სამყაროს მოწყობა განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე. მის მიერ მოწოდებულმა თეორიამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეაზრებინათ, რომ სამყაროს მხოლოდ 5% არის ჩვენთვის ცნობილი და დანარჩენი 95% უცნობ ბნელ მატერიას უჭირავს. მისი დამსახურებაა, რომ კოსმოლოგია ფუნდამენტური, მათემატიკური მეცნიერება გახდა.
ჯეიმს პიბლსის დიდი დამსახურება თეორიულ ფიზიკაში ჯილდოზეც აისახა — საპრიზო ფონდის (9 მილიონი კრონი, ანუ დაახლოებით 908 000$) ნახევარი, სწორედ მას ერგო. დარჩენილი თანხა მიშელ მერსა და დიდიე ქუელოს შორის თანაბრად განაწილდება.
ეგზოპლანეტები და მზე-დედამიწის მსგავსი მოდელები
შვეიცარიელ ასტრონომთა წყვილმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს მოიპოვა პოპულარობა.
1992 წელს ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა არსებული პირველი პლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა იგი ჩამქრალი ვარსკვლავის ირგვლივ ტრიალებდა. ეს კოსმოსის ჭეშმარიტად უსიცოცხლო მიდამო გახლდათ. სწორედ იმ პერიოდში მკვლევართა შორის აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ, შესაძლოა, მზის სისტემა მართლაც გამორჩეული და უნიკალური ადგილია და მის მიღმა არსებული ვარსკვლავების ირგვლივ პლანეტები სულაც არ ყალიბდებიან. იგივე მოსაზრებაზე იყო დიდიე ქუელოც.
ეს უკანასკნელი პროფესორ მიშელ მერთან ზემო პროვანსის ობსერვატორიაში, სამხრეთ საფრანგეთში მუშაობდა. წყვილის თეორიული დაშვებით, ისინი მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს (თუკი ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არსებობდა) პირდაპირ ვერ დაინახავდნენ: მკვლევარები ვარსკვლავისგან მომავალი სინათლის ფერის ცვლილებაზე უნდა კონცენტრირებულიყვნენ.
მერისა და ქუელოს აზრით, პლანეტის გრავიტაციას აუცილებლად ექნებოდა მნიშვნელოვანი გავლენა მისსავე ვარსკვლავზე და ისინი ერთმანეთის მიმართ ერთგვარ მოძრაობაში იქნებოდნენ. ამგვარი ტიპის "წინ და უკან გადაადგილება" აუცილებლად აისახებოდა ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძეზეც. უფრო მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს, თუ რას გულისხმობდნენ მეცნიერები: პოლიციის სირენის ხმა უფრო ხმამაღლა გესმით, როცა მანქანა თქვენ გიახლოვდებათ და მისი ხმა დაშორების კვალდაკვალ სულ უფრო სუსტდება.
ეგზოპლანეტების ძებნის ამგვარი ტექნიკა ეფექტური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ვარსკვლავზე გრავიტაციული ზეგავლენის მქონე პლანეტა იუპიტერის ხელა მაინც იქნებოდა. 1995 წლის 6 ოქტომბერს მერიმ და ქუელომ თავიანთი პირველი დიდი აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს ხმამაღლა ამცნეს — სამყაროში მზე-დედამიწის მოდელის მქონე პლანეტები ნამდვილად არსებობს!
წყვილის მიერ აღმოჩენილი ეგზოპლანეტა პეგასის თანავარსკვლავედიდან 50 სინათლის წლის დაშორებით მდებარე კოსმოსური სხეული გახლდათ, რომელსაც 51 Pegasi b ეწოდა. გაზის სფერო დედამიწაზე 150-ჯერ უფრო მასიური პლანეტა აღმოჩნდა და მის ზედაპირზე არსებული ტემპერატურა დაახლობით 1 000°C-ს აღწევდა.
ამ აღმოჩენიდან დღემდე ასტრონომებისთვის უკვე 4 000-ზე მეტი ეგზოპლანეტის შესახებ არის ცნობილი. აწ უკვე ნობელიანტი მკვლევარების შემუშავებულმა ტექნიკამ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო უფრო მჭიდროდ დასახლებული და მრავალფეროვანი გახადა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები