საბჭოთა კავშირის დანგრევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფა იყო — ბექა ნაცვლიშვილი
დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევა "ჰუმანიტარული კატასტროფა" იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის. დეპუტატმა ამაზე დღეს, 4 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატისთის კითხვის დასმისას ისაუბრა. დეპუტატის კითხვა შეეხებოდა ე.წ. ცირკულარულ მიგრაციას, რაც მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ევროკავშირში ლეგალურად დასაქმების პროგრამით, კვალიფიციკური კადრები ქვეყნიდან მიდიან და იქ რჩებიან. მან მინისტრს ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის განსხვავებული მოდელი შესთავაზა და არგუმენტის გასამყარებლად ისტორიიდან საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდი გაიხსენა:
"საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან ძალიან სწრაფად გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მძიმე.
თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის ხელისუფლებამ ევროპაში გადაწყვიტა ე.წ. მარშალის გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს იყო ერთგვარი შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა კავშირი თავისი ტენდენციით ვითარდებოდა, ევროპა დანგრეული იყო თითქმის, იზრდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები. ამერიკამ გადაწყვიტა ეს შეეჩერებინა, განეხორციელებინა მარშალის გეგმა, რაც ევროპას ფეხზე დააყენებდა. დაახლოებით რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, იგივე ევროკავშირს განეხორციელებინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში). თუ ასეთი გეგმა განხორციელდება, რამდენად არის მთავრობა ამისთვის მზად, რადგან ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი და ქმედითი მთავრობა. რამდენად გაქვთ თქვენ ასეთ ნაბიჯებზე კომუნიკაცია, რომელიც უფრო კომპლექსური იქნება და არა ის საგზაო რუკა, რომელზეც ისაუბრეთ".
საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა დღეს, 4 სექტემბერს დაიწყო. მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, სხდომებს არ ესწრებიან ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. პირველი მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც გაერთიანებულ კომიტეტზე მოუსმინეს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანია. დღესვე სამთავრობო პროგრამას წარადგენს ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე და განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები