მდინარაძე: ომთან დაკავშირებით ჩემს 19-პუნქტიან პოსტში 14 ნაციონალების დანაშაულს ეხება
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში პირისპირ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების დასანადანაშაულებლად თავისი მტკიცებულებებით მივიდა. მისი თქმით, კითხვის ხშირი დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, ემსახურება მიზანს, რომ ამ კითხვის იქით "აღარ გავიდეთ".
"ამის იქით ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი მოქმედებებია. ეს მათ, რა თქმა უნდა, არ აწყობთ", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ 19-პუნქტიან პოსტზე, სადაც მისივე თქმით, 14 პუნქტი "ნაციონალური მოძრაობის დანაშაულს" ეხება.
"ისეთ ქმედებებს კი არა, რომელიც მაგათ თარგმანში, პოლიტიკურ მესიჯებში, სპეკულაციებსა და ტყუილებში თითქოს ჰააგაში დაგვაზიანებს. რაღაც მტკიცებულებების წარდგენით, ICJ-სა და ICC-ის ან ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ან შეგნებულად ატყუებენ ისევ ხალხს.
საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო —– ICJ არის საერთაშორისო მასობრივი სასამართლო, სადაც დღეს განხილვა არ მიმდინარეობს. ხოლო ICC არის სისხლისსამართლებრივ საქმეთა საერთაშორისო სასამართლო — ადგილი, სადაც მიმდინარეობს განხილვა და სადაც მტკიცებულება რა არის და რომელი მხრიდანაა დადგენილი, არავინ იცის. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ისეთ მარტივ ტყუილებს ლაპარაკობენ, ეტყობა, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე", — განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მის მიერ გამოქვეყნებულ ცხრამეტპუნქტიან პოსტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის მასში ნახსენები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. "რუსეთს რომ ოკუპანტად და მტრად მოვიხსენიებ, განა ის პუტინი არ არის? ხვალ პუტინს ვახსენებ და რუსეთს ვიგულისხმებ. ამ პრიმიტიული არგუმენტებით დევნა, უკვე სასაცილოა", — აღნიშნა დეპუტატმა.
2008 წლის ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს. ახლანდელი ხელისუფლება კი აგვისტოს ომის დაწყებაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ადანაშაულებს, მათ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კი "პროცესების თანამონაწილეს" უწოდებს.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები