როგორ ვიყოთ ჩვენი ძაღლისთვის საუკეთესო პატრონი
ძაღლის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ეს შინაური ცხოველი, ჩვენგან, როგორც მინიმუმ, საჭმელს და თავშესაფარს ითხოვს, მაგრამ გაცილებით მეტს იმსახურებს. თუ შენს ცხოვრებაში ძაღლის შემოყვანაზე სერიოზულად ფიქრობ, მაშინ უნდა გაითვალისწინო, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე.
ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.
სანამ ლეკვს სახლში მოიყვან
ძაღლის პატრონობა მარტივი საქმე არ არის. ეს გრძელვადიან ფინანსურ და ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს. სანამ გადაწყვეტ, რომ ძაღლი გსურს, იქამდე გულახდილად უნდა შეაფასო ადგილი, სადაც მან უნდა იცხოვროს.
შეაფასე საკუთარი ცხოვრების სტილი
ძაღლი, რომელსაც სახლში მოიყვან, შენი ცხოვრების ნაწილი გახდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყო, რომ ხასიათით და ტემპერამენტით ის შენს ცხოვრების რიტმს მოერგება. თუ სპორტული ცხოვრების წესი გაქვს ან ყოველ შაბათ-კვირას ლაშქრობებში დადიხარ, უენერგიო ძაღლის ჯიშები საშენო არ არის და პირიქით, თუ აქტიური ცხოვრებით არ ცხოვრობ, მაშინ სპორტული მიდრეკილების მქონე ჯიშის ძაღლი შენთან ცხოვრებით დაიტანჯება.
გააკეთე სია
დაუკონკრეტე საკუთარ თავს, თუ რა თვისებებს ელი შენი ძაღლისგან. მკაცრი მცველი გინდა თუ მხიარული კომპანიონი? ენერგიული უნდა იყოს თუ უქნარა? სახლში პატარა ბავშვები ხომ არ გყავს? ბეწვთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? სანამ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და შემდეგ გული დაგწყდება, კარგად შეაფასე საკუთარი ხასიათი და ცხოვრების წესი.
აირჩიე ჯიში
როდესაც ასეთ სიას ჩამოწერ, გააკეთე მცირე მოკვლევა ძაღლის სხვადასხვა ჯიშებზე, დაესწარი გამოფენებს, უყურე ვიდეოებს და გაერკვიე, თუ რომელ ჯიშები აკმაყოფილებენ შენს მოთხოვნებს.
იპოვე სანდო ძაღლსაშენი
ყველა კონკრეტულ ჯიშს ჰყავს მომშენებლები. ჯიშიანი ლეკვი სწორედ მათთან უნდა შეიძინო. პასუხისმგებლიანი მომშენებლები ძაღლების გამრავლებისას ყველა სტანდარტს ზედმიწევნით იცავენ. როდესაც კონკრეტული ჯიშის მოყვარული ხართ, ასეთ შემთხვევაში, ლეკვის შეძენა ცხოველთა ბაზრობებზე რეკომენდირებული არ არის.
ელოდე, რომ კითხვებს დაგისვამენ
პატიოსანი მომშენებელი აუცილებლად დასვამს კითხვებს შენი პროფესიის, საცხოვრებელი ფართის, ცხოვრების სტილის და სხვა პირობების შესახებ, რადგან ის დაინტერესებულია, თავისი ლეკვი თბილ და მოსიყვარულე გარემოში მოხვდეს.
და აი, დადგა ლეკვის სახლში მოყვანის დრო
მოამზადე ნიადაგი
მოემზადე შენი ახალი მეგობრისთვის, სანამ მას სახლში მოიყვან. იმისთვის, რომ შეჩვეული ადგილიდან ლეკვი საკუთარ სახლში პრობლემების გარეშე გადმოიყვანო, წინასწარ მოამზადე საჭირო საკვები, სასუსნავი, საყელური, საბელი, სათამაშოები, დასავარცხნად და დასაბანად საჭირო ნივთები და სხვა ყველაფერი, რასაც ვეტერინარი გირჩევს და რასაც ჩათვლი, რომ დაგჭირდება.
გახადე ბინა ლეკვისთვის უსაფრთხო
მოამზადე და "გააუვნებელყავი" ოთახები. დაცულ ადგილზე შეინახე ღეჭვადი და მტვრევადი ნივთები და მისთვის საზიანო საკვები. მოახერხე და დაიცავი ლეკვი დენის დარტყმისგან — გამოაერთე კაბელები სადენებიდან, როდესაც ლეკვს რამდენიმე წუთით მარტო დატოვებ. ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ მან საკუთარ თავს რაიმე ავნოს.
აირჩიე ვეტერინარი
ეს თავიდანვე აუცილებელია! ვეტერინარის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან მან უნდა განსაზღვროს, თუ რას აჭმევ ლეკვს, რამდენს აჭმევ, როდის იწყებ და ასრულებ აცრების ციკლს, რომელ ჰიგიენის საშუალებებს იყენებ მისთვის, როდის ამუშავებ ჭიაზე და ასე შემდეგ. სანამ ლეკვს სახლში მიიყვან, ჯობს ვეტერინარი უკვე შერჩეული გყავდეს.
დაუდგინე წესები სახლში მოყვანისთანავე
ლეკვს დასაწყისიდანვე ასწავლე, თუ რა არის სწორი საქციელი და რა არა. თუ დღეს რაღაც "ნორმალურია", შენი ლეკვისთვის ის სამუდამოდ "ნორმალურად" დარჩება. დარწმუნდი, რომ მისი აღზრდისას ოჯახის ყველა წევრი იზიარებს კონკრეტულ წესებს. მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს ყველასგან ერთი და იგივე "მესიჯები" მისდიოდეს.
ყველაფერი კარგად იქნება, თუ გაითვალისწინებ ვეტერინარის რჩევებს და მოიძიებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას.
პრაქტიკული Youtube არხები ძაღლის აღზრდაზე
ინფორმაციის მისაღებად არსებობს იუთუბის არაერთი საინტერესო არხი, რომელიც სხვადასხვა საკითხებს მოიცავს. კვებითი დიეტებიდან დაწყებული, ბიჰევიორისტული და გაწვრთნის საკითხებით დამთავრებული. აქვე გირჩევთ რამდენიმე იუთუბის არხს და წიგნს (სამწუხაროდ, ქართულად ამის შესახებ ბევრს ვერაფერს ნახავთ).
Zak George’s Dog Training Revolution
ზაკ ჯორჯი ძაღლების ამერიკელი მწვრთნელი და ბიჰევიორისტია, რომლის მოკლე ვიდეოებიც ძაღლისთვის კონკრეტული მოქმედებების სასწავლებლად და ქცევითი პრობლემების მოსაგვარებლად გამოგადგებათ.
ემილი ლარლემი ასევე ძაღლების მწვრთნელი და ფსიქოლოგია, რომელიც ზაკ ჯორჯის მსგავსი მეთოდებით მუშაობს. მისი ვიდეოები საკმაოდ პრაქტიკულია და ბევრ საკითხს მოიცავს.
პრაქტიკული წიგნები ძაღლის აღზრდაზე
თუ ინგლისურად კითხვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე გირჩევთ რამდენიმე წიგნს:
How to Behave So Your Dog Behaves by Sophia Yin
სოფია ძაღლების წვრთნის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი სპეციალისტი იყო. მისი წიგნების და ვიდეოგაკვეთილების დახმარებით, საკუთარ ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემები მილიონობით ადამიანს მოუგვარდა. ეს კი მისი ყველაზე ცნობილი წიგნია.
The Other End of the Leash: Why We Do What We Do Around Dogs by Patricia B. McConnell
ძაღლების ცნობილი ბიჰევიორისტი პატრისია მაკკონელი ამ წიგნში გვიხსნის, თუ როგორ გავუგოთ საუკეთესოდ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე. რომ ცხოველის დასჯა და მასზე დომინირება არასწორი მეთოდია და პოზიტიური წახალისების გზით ყველა პრობლემა გაცილებით უფრო მარტივად გვარდება.
წარმატებას გისურვებთ ძაღლებთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებაში!
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები