როგორ გვიცვლიან მეგობრები ჩვევებს - ხან უკეთესობისკენ, ხანაც უარესობისკენ
ის, თუ რამდენად ჯანსაღ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, იქნება ეს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დიდადაა იმ ზეგავლენათა შედეგი, რომლებსაც ჩვენი მეგობრებისგან განვიცდით.
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ თვითკონტროლი შიგნიდან მოდის, თუმცა ჩვენი ქმედებათა უმრავლესობა ისევეა მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე დამოკიდებული, როგორც - საკუთარ თავზე. მათ, ვის გარემოცვაში ყოფნასაც ვარჩევთ, შესწევთ უნარი, შეგვცვალონ: მოგვამატებინონ წონაში, მიგვაღებინონ მეტი ალკოჰოლი, ნაკლებად მიგვაქცევინონ ყურადღება ეკოლოგიაზე ან მეტად დაუდევრები გაგვხადონ მზის მავნე გამოსხივების მიმართ.
ამის მიზეზი არაა უბრალო სოციალური ზეწოლა, როცა შეგნებულად იქცევი ისე, რომ თავი გარკვეული ჯგუფის წევრად იგრძნო. სანაცვლოდ, ეს ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად ხდება. ქვეცნობიერად ჩვენი ტვინი მუდმივად კრეფს მინიშნებებს გარშემომყოფებისგან, რაც შემდგომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ვლინდება. მსგავსმა ქცევამ კი ცუდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
ახლა უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ჩვენი აზრები სხვების გავლენით ყალიბდება. "რაც მეტადაა შენი თვითაღქმა დაკავშირებული ამა თუ იმ ჯგუფთან, მაშინაც კი როცა მის სხვა წევრებთან არ იმყოფები, მით მეტად იზიარებ მათ ღირებულებებს", - ამბობს ემბერ გაფნი, სოციალური ფსიქოლოგი ჰუმბოლტის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, - "თუ შენი იდენტობის დიდ ნაწილს რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტად ყოფნის სტატუსი ან, ჩემსავით, აკადემიის წევრობა შეადგენს, სწორედ ეს მიკუთვნებულობა განსაზღვრავს ყველაზე მეტად სხვებთან ურთიერთობის ფორმას. მე ნებისმიერ მოვლენას, უპირველეს ყოვლისა, აკადემიკოსის პრიზმით ვუყურებ". სტუდენტებს, მაგალითად, მოსახლეობის სხვა ფენებზე უფრო ემოციური დამოკიდებულება აქვთ ისეთი თემების მიმართ, როგორიცაა ნარკოტიკების ლეგალიზება ან გარემოსდაცვითი საკითხები.
ამას სოციალურ ნორმებს უწოდებენ. და როცა ეს ნორმები სიმყარით გამოირჩევა, საინტერესო მოვლენები იმ მომენტიდანვე ვითარდება, როგორც კი შესაბამის ჯგუფთან ასოცირებული ერთი წევრი მათ დარღვევას იწყებს.
მაგალითად, ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანები ეკო-მეგობრული მოგზაურობისადმი დამოკიდებულებას ხშირად იცვლიდნენ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ მათი სოციალური ჯგუფის წევრები ამ ნორმას თვალთმაქცურად იცავდნენ.
ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სტუდენტები ცხოვრობენ პატარა, ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩრდილოეთ კალიფორნიის ქალაქში, რომელიც ამაყობს თავისი გარემოსდაცვითი მიღწევებით. იქაური სტუდენტებიც მეტწილად ეკო-მეგობრული ცნობიერებით გამოირჩევიან. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ თანატოლების მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვისადმი გულგრილი დამოკიდებულება მათში გაღიზიანებას მაინც გამოიწვევდა.
იმ სტუდენტის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, რომელმაც ჯერ ველოსიპედით და ფეხით სიარულის უპირატესობას გაუსვა ხაზი, შემდეგ კი აღიარა, რომ ინტერვიუს ჩაწერის ადგილამდე ავტომანქანით მივიდა, კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. პასუხის გაცემისას მათ გვერდით დაქირავებული მსახიობი იჯდა. ის ხან უნივერსიტეტის მაისურში იყო გამოწყობილი და მესამე სტუდენტის როლს თამაშობდა, ხან კი ფორმალური სამოსი ეცვა და სფეროს პროფესიონალს განასახიერებდა. იმ მომენტში, როცა რესპონდენტის თვალთმაქცობა აშკარავდებოდა, მსახიობი მისდამი ან ნეგატიურ აზრს გამოთქვამდა, ან ჩუმად ჯდომას განაგრძობდა.
ის, თუ როგორ შეაფასეს მონაწილეებმა მოკლე მანძილებზე ფეხით ან ველოსიპედით სიარულის მნიშვნელობა, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვისთან ერთად უსმენდნენ ინტერვიუს და როგორ რეაგირებდა ამ ინტერვიუზე ის პიროვნება. როცა ისინი იმ ადამიანის მხარდამხარ ისხდნენ, ვინც მათი ღირებულებების გამზიარებელი სტუდენტი ეგონათ, მონაწილეები ველოსიპედით სიარულის სიკეთეებს უსვამდნენ ხაზს. ხოლო, როცა ეგონათ, რომ გვერდზე სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, ეგრეთ წოდებული გარეშე პირი, ეჯდათ, მათი პოზიცია ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი არ იყო.
ყველაზე ძლიერი გარემოსდაცვითი გრძნობები მონაწილეებში იმ უცხო პირმა გამოიწვია, რომელმაც რესპონდენტის თვალთმაქცობაზე გააკეთა კომენტარი. რესპონდენტის კრიტიკისგან დაცვის პროცესში მათ ყველაზე ემოციურად გაუსვეს ხაზი ველოსიპედით სიარულის მნიშვნელოვნებას. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ რესპონდენტი იმაზე ეკო-მეგობრულად მიიჩნიეს, ვიდრე ეს ინტერვიუს დროს გამოჩნდა. ამის საპირისპიროდ, თუ უცხო პირმა ხმა არ ამოიღო, მონაწილეებმა ველოსიპედით სიარული ნაკლებად მნიშვნელოვნად შეაფასეს. ასე რომ, იმას თუ როგორ განსჯის სხვა სოციალური ჯგუფის წევრი ჩვენი ჯგუფის წევრს, დიდი გავლენა აქვს იმაზე, ამოვუდგებით ამ უკანასკნელს მხარში თუ - არა.
"ეს საინტერესო კვლევა იყო", - აღნიშნავს გაფნი, - "იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, ზოგიერთი ადამიანი გვეიძულებინა, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ნაკლები მზრუნველობა გამოეხატა. ჩვეულებრივ, ეს ჩვენს პირდაპირ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს ხოლმე. მაგრამ იმის გაგება, თუ რა უდევს საფუძვლად შეხედულებათა მსგავს ცვლას, დაგვეხმარება, უფრო ეფექტიანად ვუბიძგოთ ადამიანებს საპირისპირო მიმართულებით".
უცხო ადმიანისგან კრიტიკის მოსმენისას ჩვენ, შეიძლება, ჩვენს თანამოაზრეებს გამოვესარჩლოთ. მაგრამ თუ საკუთარი შეხედულებების ამარა დაგვტოვებენ, ჩვენ თვალთმაქცობას იმის დასტურად ვიღებთ, რომ შეგვიძლია, ღირებულებებს ნაკლები თავდადებით ვუერთგულოთ. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგიაში ვიკარულ დისონანსს უწოდებენ.
"ვიკარული დისონანსი აღნიშნავს იმ მდგომარეობას, როცა ხედავ, რომ ვიღაცას შენგან განსხვავებული ღირებულებები აქვს და ამის ზეგავლენით შენ შენს ღირებულებებსაც ცვლი", - ამბობს გაფნი, - "წესით, მე უნდა შემრცხვეს, როცა ვხედავ, რომ შენ გარემოსადმი უდიერად იქცევი, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. მე მაინცდამაინც შენ მიბაძვას არ დავიწყებ, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას იმდენად კი შევცვლი, რომ შენი ქცევა გავამართლო, რადგან მე შენთან მსგავსებას ვგრძნობ და საზიარო იდენტობის მქონედ აღგიქვამ".
ამ კვლევის შთაგონების წყარო ავსტრალიაში ჩატარებული რამდენიმე ექსპერიმენტი იყო, რომელთა მიზანსაც მზისგან დამცავის გამოყენებასთან დაკავშირებული ვიკარული დისონანსის შესწავლა წარმოადგენდა. ამ შემთხვევებშიც, ფარისევლურმა ქცევამ სხვა ადამიანებში ღირებულებათა შესუსტება გამოიწვია და ხალხი დამცავის წასმას ნაკლები გულმოდგინებით მოეკიდა, მაშინ, როცა სოციალური ნორმა მათგან საპირისპიროს ითხოვდა.
იმან, თუ როგორ ვსაუბრობთ მეგობრებთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არჩევანთა შესახებ, შეიძლება, ასევე მოახდინოს სარგძნობი გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, - როგორც დადებითი კუთხით, ასევე - უარყოფითითაც. მაგალითად, მეგობრებთან მოწევის საწინააღმდეგო კამპანიაზე საუბარმა ადამიანებს უბიძგათ, რომ ნაკლები რაოდენობის სიგარეტი მოეწიათ. ამის მიზეზი, შეიძლება, ის იყო, რომ ამ საუბრებმა მწეველებს საშუალება მისცა, იმ ტიპის ინფორმაციას გაცნობოდნენ, რომელიც სპეციფიკურად მათთვის იყო რელევანტური და შემდეგ შესაბამისადაც იმოქმედეს. ეს მოსაზრება გამყარებულია 28 კვლევის მეტა-ანალიზით, რომელშიც ჯამში 139 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
"თანამედროვე სამყაროში სიკვდილიანობის მთავარ მიზეზთა შორის მოწევა და ჭარბწონიანობაა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ურიცხვ ინფრომაციასთან გვაქვს წვდომა, მაგრამ მაინც განვაგრძობთ მოწევას და მაინც არ ვვარჯიშობთ", - ამბობას კრისტინ შოლცი ამსტერდამის უნივერსიტეტიდან, - "ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენი მეგობრები აკეთებენ, ჩვენზე ზეგავლენას ახდენს - არ აქვს მნიშვნელობა, ვაცნობიერებთ ამას თუ - არა. მათ გვერდით ყოფნამ, შეიძლება, გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმაში, გავითვალისწინებთ თუ უგულებელვყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას".
შულცმა აშშ-ის კოლეჯის სტუდენტებს ჰკითხა, ბოლო პერიოდში ვინმესთან ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით თუ ელაპარაკათ და დადებითი ხასიათისა იყო მათი საუბარი თუ - უარყოფითი. იმ სტუდენტებმა, რომელთაც ალკოჰოლის მიღებაზე დადებითად ესაუბრათ, მომდევნო დღეებში სმას მოუმატეს და - პირიქით. თუმცა მსგავსი მიზეზშედეგობრივი კავშირები სხვა მრავალი სოციალური გარემოებისგანაც განიცდის მნიშვნელოვან გავლენას.
გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენი თითოეული არჩევნის ღირებულებას - ამ პროცესს ღირებულებათა მაქსიმიზაცია ჰქვია. ლიფტს ვარჩევთ თუ კიბეზე ფეხით ავალთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ვჭამეთ, ვირბინეთ თუ არა იმ დღეს და მოცემულ შენობაში ათლეტ კოლეგასთან ერთად შევედით თუ არა. მეგობრებთან საუბრის ეფექტს სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად ვერაფრით შევაფასებთ. ამიტომაა რომ ჩვენი ნებისყოფა გამუდმებით მერყეობს.
"ვთქვათ, მე გუშინ მეგობარს ალკოჰოლის ცუდ მხარეებზე ველაპარაკებოდი, მაგრამ დღეს ბარში ვზივარ სხვა ნაცნობებთან ერთად - მე მაინც შემიძლია იმის თქმა, რომ იმ საუბარმა ჩემზე რაღაც გავლენა იქონია", - ამბობს შულცი, - "თუმცა ეს ერთობ გამარტივებული მაგალითია იმისა, თუ როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველთვის რაციონალურად არ ვიქცევით - პატარ-პატარა გადაწყვეტილებებს ერთობ სწრაფად ვიღებთ ხოლმე. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ინფორმაცია ჩვენთვის, დღის განმავლობაში იცვლება".
ჩვენს არჩევანზე ზეგავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: ვისთან ერთად ვართ, როდესაც კითხვას გვისვამენ? როგორი რეაქცია აქვთ ამ ადამიანებს? რა გვილაპარაკია აქამდე მოცემულ საკითხზე? როგორია ჩვენი ძირეული გაგება იმისა, თუ რა ითვლება ნორმად ამ თუ იმ სამეგობრო წრეში? მაგრამ თუ მაინც ვყოყმანობთ, უმარტივესი გამოსავალია, შევხედოთ სხვას და მის ქცევას მივბაძოთ. ჩვენ ამას გამუდმებით ვაკეთებთ და შედეგებს ვერც კი ვაცნობიერებთ.
"როცა სხვებთან ერთად ვჭამთ, ჩვენ, ჩვეულებრივ, მათ ქცევას გზამკვლევივით ვიყენებთ", -ამბობს სუზან ჰიგსი, რომელიც ბირმინგემის უნივერსიტეტში მადის ფსიქობიოლოგიას შეისწავლის, - "ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ როცა იმასთან ვსადილობთ, ვინც ბევრს ჭამს, ჩვენც მეტს ვჭამთ ხოლმე. ხალხს ხშირად წარმოდგენაც არ აქვს, რომ სხვათა გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები. ისინი ხშირად მომატებულ მადას საკვების გემოს, ფასს ან შიმშილის დონეს აბრალებენ, მაგრამ არა - მათ გარშემო მყოფ ადამიანებს".
ეს ფენომენი პირველად 1980-იან წლებში ჯონ დე კასტროს საჭმლის დღიურების ანალიზზე დაყრდნობით აღიწერა. ამ დღიურებში დეტალურად იყო გაწერილი არა მხოლოდ ის, თუ რას ჭამდნენ ადამიანები, არამედ, ასევე - სად, როდის და ვისთან ერთად იყვნენ ამ დროს. ამ გზით კასტროს შეეძლო გაეთვალისწინებინა სადღესასწაულო სადილების ეფექტები, ალკოჰოლის მიღების შემთხვევები, დასვენების დღეები და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებსაც მიღებული საკვების რაოდენობაზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.
ეს ეფექტები მას მერე ლაბორატორიებში არაერთხელ გაიმეორეს. ჰიგსმა სტუდენტებს სთხოვა, საკვები ჯერ მეგობრებთან ერთად მიეღოთ და შემდეგ - მარტოებს, ლაბორატორიაში. როგორც აღმოჩნდა, სხვათა ჭამის მანერა იმ შემთხვევაშიც ახდენს შენზე ზეგავლენას, როცა მხოლოდ ერთ მეგობართან ერთად და მკაცრად კონტროლირებად გარემოში მიირთმევ. მაგრამ მსგავსი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევებში შეინიშნება, როცა იმ ადამიანებთან სადილობ, რომლებსაც კარგად იცნობ.
ჰიგსი ვარაუდობს, რომ საკვების სხვა ადამიანთან ერთად მიღება ჩვენი სხეულიდან წამოსული იმ სიგნალების შემჩნევაში გვიშლის ხელს, რომლებიც გვეუბნება, რომ აღარ გვშია. ნაყროვანების განცდა მეგობრების გარემოცვაში ყოფნისგან გამოწვეული ეიფორიით იფარება. ყურადღების გამფანტველი სხვა ისეთი ქცევები, როგორიც ტელევიზორის ყურებაა, ასევე ზრდის საკვების მიღების რაოდენობას.
ამის შემდეგ ჰიგსი ეცადა გაერკვია, სხვა სოციალური გარემოებები როგორ მოქმედებს ჭამაზე. მას სურდა ებიძგა ხალხისთვის, აერჩიათ ბოსტნეულის კერძები და ამისთვის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი პლაკატები გამოიყენა. "რა თქმა უნდა, პირდაპირ იმის თქმა, რომ ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგია, არ მუშაობს", - ამბობს ჰიგსი. სანაცვლოდ, პოსტერებზე დატანებული იყო ყალბი მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას რესტორნის მომხმარებლები. ჰიგსმა ბოსტნეულის კერძები რეიტინგში პირველ ადგილზე დააყენა.
"ამ პოსტერემბა, უბრალოდ, სხვა ადამიანთა ქცევა აღწერეს - და ზოგიერთისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა", - გვიყვება ჰიგსი, - "როცა ახალ გარემოში ვხვდებით, ჩვენ ვეძებთ მინიშნებებს, რომლებიც შესაფერის ქცევას გვიკარნახებენ. ამგვარად, იმის ნახვა, რომ რომელიღაცა არჩევანი პოპულარულობით სარგებლობს, ნამდვილად გამოსადეგარია".
ექსპერიმენტით გამოწვეულმა ეფექტმა პოსტერების ჩამოხსნის მერეც განაგრძო მოქმედება. ჰიგსმა, ფაქტობრივად, ახალი ნორმა დაამკვიდრა.
"ლოგიკურია, რომ როცა ნორმატიულ ქცევას ვახორციელებთ, თავს კარგად ვგრძნობთ, რადგან ამ გზით სოციუმთან კავშირს ვამყარებთ", - ამბობს ჰიგსი, - "და როცა შენ ახალ სოციუმში ყოფ თავს, მის წევრთა ქცევას მეტი მონდომებით ბაძავ".
ჩვენს გადაწყვეტილებებზე კონტროლი, შეიძლება, ყოვეთვის არ იყოს ჩვენს ხელთ, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი ზეგავლენის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებაც შეგვიძლია. "დადებითი ქცევა ისეთივე წარმატებით შეიძლება გავრცელდეს ადამიანთა ჯგუფში, როგორც ნეგატიური ვრცელდება ხოლმე", - ამბობს შულცი, - "ჩვენ განვვითარდით იმისათვის, რომ სოციუმში გვეცხოვრა, მის წევრებს შორის დადებითი ქცევის ნორმები გაგვევრცელებინა და სხვათა მოწონება დაგვემსახურებინა".
- საჯარო მოხელეები საჯარო მოხელეები
-
გადახედვანოშიკო ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები ნოშიკო ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები
-
გადახედვა"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს "ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
-
გადახედვანახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს ნახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს
-
გადახედვაTAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას
-
-
გადახედვასაია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა საია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა
-
გადახედვავიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო
-
გადახედვა22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა 22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვადონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვადღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
კომენტარები