+ 20% რუს მომხმარებლებს — კაფე ეზოს პასუხი რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომას
ფოტო: ეზო / FB
კაფე ეზო ეხმაურება ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას და რუსი დეპუტატების განცხადებებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. "დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე", — რუსი დეპუტატის ამ ფრაზის პასუხად ეზო აცხადებს, რომ რუს მომხმარებლებს 20%-ით მეტს გადაახდევინებენ.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, "ექსტრემისტული ელემენტების მხრიდან გამოწვეული რუსოფობიური პროვოკაცია" უკიდურესად სახიფათო გამოვლინებად შეფასდა. ამასთანავე, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა რეკომენდაცია, გააფრთხილონ საქართველოში მყოფი ან საქართველოსკენ მიმავალი რუსეთის მოქალაქეები შესაძლო საფრთხის შესახებ, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფებებისგან მომდინარეობს.
20 ივნისის აქცია
20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულია 305 აქციის მონაწილე. დაშავებულებიდან სამედიცინო დაწესებულებაში 55 პაციენტი რჩება. მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
-
ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა
გადახედვა
-
2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გადახედვა
-
ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა
გადახედვა
-
MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი
გადახედვა
-
უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2 OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
გადახედვა
-
რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი
გადახედვა
-
სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს
გადახედვა
-
TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ" TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ"
გადახედვა
-
შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა? ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა?
-
ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება
-
ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
-
2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან
გადახედვა
-
ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის
გადახედვა
-
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია
-
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს
გადახედვა
კომენტარები