ბოტები ტეილორ სვიფტის წინააღმდეგ — რატომ გაეხვა მომღერალი ახალ სკანდალში?
ფოტო: taylorswift
ტეილორ სვიფტმა 3 ოქტომბერს ახალი ალბომი — The Life Of A Showgirl გამოუშვა. როგორც ყველაფერი, რასაც სვიფტი აკეთებს, ეს ალბომიც გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა. სენსაციად არა მხოლოდ გაყიდვებითა და მოსმენებით, არამედ იმითაც, თუ რამდენი ადამიანი აალაპარაკა როგორც ალბომზე, ისე თავად ტეილორზე.
სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად, სვიფტს მუდამ აკვირდებიან როგორც ფანები, ისე კრიტიკოსები. თუმცა ტეილორს სხვა სელებრითებისგან ის გამოარჩევს, რომ კარიერის დასაწყისიდან მომღერალი ფანებთან განსაკუთრებით ახლოსაა — მათ მეგობრებს უწოდებს და საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ მინიშნებებსაც აძლევს.
ტეილორი კონცერტის დროს ფანებს საკუთარ მკლავებზე წარწერებით მინიშნებებს უტოვებდა
ფოტო: Jason Kempin/Getty Images
ამ დამოკიდებულების შედეგად, დღეს ტეილორის ყველა ქცევასა და პროდუქტს მილიონობით ადამიანი მცირე დეტალებშიც კი აკვირდება — სვიფტის სიმღერები, ტანსაცმელი, მანიკიურის ფერი, ფოტოს წარწერა, ვარცხნილობა, მეგობრები — მისი ცხოვრების ყველა დეტალი მუდამ მინიშნებების საპოვნელად განიხილება, რადგან ფანებს (და არა მხოლოდ) სურთ მეტი იცოდნენ მომღერალზე.
ტეილორი ლურჯი კაბით 1989 Taylor's Version ალბომის გამოსვლას მიანიშნებდა
ფოტო: Getty Images
არც ახალი ალბომის გამოსვლა იყო გამონაკლისი — მას შემდეგ სოციალურ პლატფორმებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ალბომის სიმღერების ტექსტები და მერჩის პროდუქტები.
იხილეთ: ტეილორ სვიფტი და Charli XCX — როგორ დაიწყო ორ ვარსკვლავს შორის დაპირისპირება?
თუმცა ეს განხილვა ნორმალურისგან განსხვავდებოდა და მალევე მიიღო ბევრად უფრო რადიკალური სახე, ვიდრე ფანების საყვარელი მომღერლის მიმართ ცნობისმოყვარეობაა. სოციალურ მედიაში გავრცელდა პოსტები, რომლებიც ტეილორს MAGA (Make America Great Again) მოძრაობის, შესაბამისად, დონალდ ტრამპის მხარდაჭერას აბრალებდა, "ტრადიციული ცოლის" გენდერულ ნორმებს მიაწერდა და ამბობდა, რომ მომღერალი შეფარული მინიშნებებით ჩვენთვის თეთრი რასის უპირატესობის გადმოცემასაც კი ცდილობდა.
მერჩის პროდუქტი, რომლის გამოც ტეილორს ნაცისტობას აბრალებდნენ
ფოტო: Taylor Swift
ტექსტი ტეილორის სიმღერიდან Honey
ფოტო: Spotify
ტეილორის ფანების ნაწილი დაეჭვდა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დაგეგმილი სიძულვილის კამპანია იყო მომღერლის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, ეს ეჭვი მხოლოდ მათ არ გასჩენიათ. ანალიტიკურმა კომპანია GUDEA-მ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოიკვლია 14 ციფრულ პლატფორმაზე 18 000 მომხმარებლის 24 000 პოსტი. კვლევის შედეგად კომპანიამ დაადგინა, რომ ამ პერიოდის მანძილზე სვიფტის შესახებ საუბრის 28% მომხმარებლების 3.77%-დან მოდიოდა, მათ შორის ის პოსტებიც, რომლებიც მომღერალს ნაცისტობას აბრალებდა.
კვლევის მიხედვით, მომხმარებლები, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ და ტეილორის ამბავს ეხმიანებოდნენ, ძირითადად, ბოტების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. პოსტების 40% პროცენტი არაავთენტური ანგარიშების მიერ ზიარდებოდა.
კომპანიის წარმომადგენელმა ასეთ დაკვირვებამდე მივიდა:
ასეთი მცდელობა აქამდეც გვინახავს, მცდელობა, რომლის მიზანიც ვიღაცის რეპუტაციის დანგრევაა
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ იმ მომხმარებლებს შორის, რომლებიც ავრცელებდნენ ჭორებს ტეილორისა და ბლეიკ ლაივლის შესახებ, დიდი გადაკვეთაა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ არსებობს ერთიანი, კოორდინირებული ქსელი, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ცნობილი ადამიანების შესახებ და გავლენას ახდენს სკანდალების შექმნაზე.
ტეილორ სვიფტი და ბლეიკ ლაივლი
ფოტო: blakelively
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
კომენტარები