სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე — Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
ფოტო: თეგეტა
ტექნოლოგია, რომელიც თოვლსა და ყინულზე აბსოლუტურ კონტროლს უზრუნველყოფს Bridgestone Blizzak-ია, ზამთრის საბურავების ხაზი, რომელიც საერთაშორისო ინსპექტირებისა და სერტიფიცირების კომპანია TÜV SÜD-მა პრემიუმ ბრენდებს შორის გამოარჩია.
გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაციამ, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში Bridgestone Blizzak 6-ს სამივე ძირითად კატეგორიაში მაქსიმალური — 100%-იანი შეფასება მიანიჭა. ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. სწორედ დამუხრუჭების უმოკლესი მანძილით Blizzak-მა კონკურენტ პრემიუმ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ფოტო: თეგეტა
ბრენდი, რომელმაც 100%-იანი შესრულება აჩვენა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც, ადგილობრივ ბაზარზე Bridgestone-ის, მათ შორის Blizzak-ის ხაზის, ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი უკვე 27 წელია, თეგეტა მოტორსია.
დავით ჩხაიძე, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: “Blizzak-მა უმაღლესი შეფასება მიიღო ზამთარში გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანეს პარამეტრებში — რამდენად სწრაფად შეძლებს მძღოლი აჩქარებას თოვლსა და ყინულზე, რამდენად მოკლეა დამუხრუჭების მანძილი და რამდენად უსაფრთხოა სველ გზაზე მართვა. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.
საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის საფარს ეხება. თუ ის უხარისხოა, მაშინ სხვა ყველა სისტემა უძლურია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტომფლობელებმა ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ერთჯერად ფასზე, არამედ გრძელვადიან უსაფრთხოებაზე — გარბენისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით, პრემიუმ საბურავი ჯამში უფრო ეკონომიური გამოდის გრძელვადიან პერსპექტივაში“.
ფოტო: თეგეტა
Blizzak-ის სერია 1988 წლიდან ზამთრის საბურავების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. იაპონური ბრენდის ეს საბურავები სანდო მოჭიდებით, მაღალი სტაბილურობითა და უსაფრთხო მართვით გამოირჩევა. ის იდეალურად ერგება, როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სრულად აღჭურვილ SUV-ებს და უზრუნველყოფს საიმედო მართვას წვიმიან თუ თოვლიან ამინდებში.
გამორჩეულია Blizzak-ის საბურავების ტექნიკური მახასიათებლებიც, მათ შორის, Multicell ტექნოლოგია. ეს არის Bridgestone-ის ექსკლუზიური მიკროფოროვანი რეზინის ნაერთი, რომელსაც ყინულიანი ზედაპირიდან წყლის შეწოვა შეუძლია და სწორედ ამიტომ უზრუნველყოფს მდგრად მოჭიდებასა და დამუხრუჭების უმოკლეს მანძილს. საბურავის გაძლიერებული სტრუქტურა 30%-ით ზრდის ბლოკების სიმყარეს უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. 15%-ით გაზრდილი საბურავის ბლოკის კიდეები კი ყინულზე მოკლე დამუხრუჭების გარანტიას იძლევა.
ზამთრის სეზონზე Bridgestone Blizzak-ის საბურავების გამოყენება ავტომფლობელებისთვის მშვიდი, უსაფრთხო და თავდაჯერებული მგზავრობის გარანტია. Blizzak-ის საბურავების შეძენა შესაძლებელია თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ასევე აპლიკაციისა და Tegeta Shop-ის საშუალებით.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
კომენტარები