შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "არანაირი პრობლემა არა არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი "მშვიდობის საკითხისთვის მიძღვნილ ფორუმზე ერთად იმყოფებიან.
პაპუაშვილის განმარტებით, ირაკლი კობახიძე იმყოფება ფორუმზე, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს, ხოლო ფორუმის მონაწილეებს თავად მასპინძელი განსაზღვრავს.
"საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფება თურქმენეთში, თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით ფორუმზე, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ფორუმის მონაწილეებს თავად მასპინძელი განსაზღვრავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე სავალდებულო იყო თუ არა რუსეთთან ერთად ქართული მხარის ყოფნა ამ ფორუმზე — პაპუაშვილმა უპასუხა, რომ "პატივისცემა არ არის ვალდებულება" და ირაკლი კობახიძე ფორუმზე თურქმენეთის მშვიდობისადმი მიძღვნილ 30 წლისთავზე იმყოფებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავენ თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის რესურსს?, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მოქმედებენ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.
"შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამე დაამტკიცა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში — ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით და ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა: ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. ვინ პატივს არ სცემს, არ ვესაუბრებით.
ჟურნალისტი: რუსეთი პატივს სცემს ამ ინტერესს?
შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ ეროვნული ინტერესების პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას.
ჟურნალისტი: და ოკუპაცია დასრულებულია?
შალვა პაპუაშვილი: შესაბამისად, არ ვსაუბრობთ. თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი ჟენევის ფორმატი, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გვქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ გვითქვამს არა ერთხელ წინაპირობა რა არის ურთიერთობის გადატვირთვისა საქართველოსა და რუსეთს შორის ეს არის საქართველოს დეოკუპაცია. ", — თქვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რა აზრის იყო პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის და პუტინის საერთო ფოტოზე, მან უპასუხა — "თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი?".
ჟურნალისტის კითხვაზე — შეიძლება თუ არა პუტინთან მშვიდობაზე საუბარი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობის მნიშვნელობაზე".
"ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე.
...ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ რუსეთმა ხელი აიღო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება ჰქონდეს, ვერ ექნება ჩვენთან. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია", — თქვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესა და ვლადიმერ პუტინს შორის არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის.
"რა შიშები, რა რისკები გაქვთ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, იმას გავაკეთებთ. არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის", — განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე და ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთში ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესა და საერთაშორისო ნეიტრალიტეტის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც საერთაშორისო ფორუმს დაესწრება. აშხაბადში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ლიდერები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები