შალვა პაპუაშვილი: "მე არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის გადაწყვეტილებაში"
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ გავრილოვის ღამეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება "განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა", რადგან მანამდე გამოსული გადაწყვეტილების საფუძველზე ქართულმა მხარემ გამოძიება დაიწყო.
შემდეგ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ "ახლა კითხვები ევროკავშირს მიემართება და გერმანიას, სადაც გახარია იმყოფება" და "მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ". ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
"საბოლოოდ, ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაადასტურა მანამდე გამოსული გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას წარედგინა ბრალი, მათ შორის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ახლა კითხვები ევროკავშირს მიემართება და გერმანიას, ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია. პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება. სხვა გარემოებები შეიძლება გამოიკვეთოს. მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ. აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას," — თქვა პაპუაშვილმა.
შემდეგ პაპუაშვილი გახარია — საქართველოსთვის პარტიის პოზიციას გამოეხმაურა და მისი განცხადებით, არ იცის "რა უხარიათ" და რატომ მოჰყავთ მაგალითები, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარყო გახარიას ბრალი რეზინის ტყვიები გამოყენების ბრძანების გაცემაზე.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავას განცხადებით, პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
"გუშინ გამოხმაურებებიც ვნახე, მე არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. რაღაც, ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ. ციტატები მოჰყავდათ თითქოს, უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. საუბრობდნენ, რომ გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერია გადაწყვეტილებაშიო. ეს არ წერია. სასამართლომ კი არ დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართულ გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული. მანამდე, გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში იყო. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და საქართველოს გამოძიება დაავალა. ამ გამოძიებამ დაადგინა ზუსტადაც და გამოარკვია, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ, ის, რაც მათ მოჰყავთ მაგალითად, რომ თითქოს, გახარია ამ საკითხში უბრალოა.. პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით, მათ შორის, წარმოებული გამოძიების შედეგად, ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დარღვევა დადგინდა," — განაცხადა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 11 დეკემბერს, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებული 26 პირის, მათ შორის მოქალაქეების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში €600 000ზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, €320 000 მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის €5 000-დან €30 000-მდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.
11 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პროკურატურა და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. 16 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკო გომურიც იმყოფება, რომელსაც ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები გაესაუბრნენ.
ე,წ გავრილოვის საქმეზე ყოფილი შს მინისტრი და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზეც დაიკითხა. 12 ნოემბერს, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო — უწყება ყოფილი პრემიერმინისტრისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები