Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს
ფოტო: Cryptal
Cryptal-ის მობილურ აპლიკაციაში განახლებათა მნიშვნელოვანი სერიაა, რომელმაც განაპირობა, რომ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, სხვასთან გადარიცხვა და ა.შ. კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს გამოცდილება ამ სფეროში. განახლებები ორიენტირებულია მოხერხებულ გადახდებზე, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ წინსვლაზე, რაც საბოლოო ჯამში კრიპტო ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება.
ბლოგში დეტალურად ვისაუბრებთ ყველა იმ სიახლესა და გაუმჯობესებაზე, რომლებიც კრიპტალის აპლიკაციაში მომხმარებლებს დახვდებათ.
კრიპტოს ყიდვა ახალი გზებით: უფრო სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად
Apple Pay & Google Pay ინტეგრაცია
ციფრული აქტივის პირველად ყიდვა ან პირველი სავაჭრო ორდერის განხორციელება ასე მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა. კრიპტალის მომხმარებლებს, რომლებიც iOS მოწყობილობებს იყენებენ ახლა უკვე Apple Pay-ს გამოყენება შეუძლიათ, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა Google Pay.
ორივე მეთოდით კრიპტოს ყიდვა მომენტალურ ხდება, ბარათის ნომრებისა და სხვა დეტალების შეყვანის გარეშე. მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გზა პირდაპირ აპლიკაციაში.
მერე ბარათი: კრიპტოს ყიდვა განვადებით
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აპლიკაციაში გამოჩნდა, სილქ ბანკის მერე ბარათია. განახლება მომხმარბლებს საშუალებას აძლევს ციფრულ ვალუტებთან კიდევ უფრო მოქნილად იურთიერთონ და კრიპტო განვადებით შეიძინონ.
სიახლე იდეალურია მათთვის, ვისაც კრიპტო ბაზარში ჩართვა და ხარჯების ეტაპობრივად განაწილება სურს. განსაკუთრებით იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც მომხმარებელს კრიპტოს მიღება მერე ბარათის გამოყენებით 0%-ად შეუძლია, ანუ იხდის იმდენს, რამდენსაც ყიდულობს და არაფერ ზედმეტს — ეს კი, ფასების ზრდის პერიოდში დამატებითი კაპიტალის დაგენერირების შესაძლებლობაა.
ვალუტების გაზრდილი არჩევანი: კრიპტო აშშ დოლარითა და ევროთი პირდაპირ ბარათიდან
განახლებული აპლიკაციის წყალობით, მომხმარბლებს ამიერიდან კრიპტოს ყიდვა საბანკო გადარიცხვის გარდა ბარათით, პირდაპირ აშშ დოლარისა (USD) და ევროს (EUR) გამოყენებით შეუძლიათ. ეროვნულ ვალუტასთან ერთად, დამატებითი არჩევანი მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საერთაშორისო ვალუტებით ვაჭრობა ან მულტისავალუტო გარემო სურს. დამატებით, საბანკო ბარათი ზრდის აქტივების შეძენის სისწრაფეს, რომელიც კრიპტო ინდუსტრიაში ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მეტი კომფორტი და უფრო მოსახერხებელი გამოცდილება
განახლებული დიზაინი
აპლიკაციის განახლებული ინტერფეისი უფრო მსუბუქი, სუფთა და ინტუიციურია. ახალი ნავიგაციისა და განლაგებების გამო, ახლა ყველაფერი უფრო მარტივია — დაწყებული ბალანსის შემოწმებიდან, ტრანზაქციების განხორციელებით დასრულებული. ნებისმიერი გამოცდილების მომხმარებლისთვის, კრიპტალის აპლიკაციით სარგებლობა ახლა უფრო მარტივი და სწრაფია.
WhatsApp ინტეგრაცია SMS შეტყობინებებისთვის
უსაფრთხოების სხვადასხვა ტიპის შეტყობინებების სისწრაფისა და სანდოობის გასაზრდელად, მომხმარბლებს ახლა შეუძლიათ მნიშვნელოვანი SMS-ები, მაგალითად ვერიფიკაციის კოდები, პირდაპირ WhatsApp-ით მიიღონ.
ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განახლება უზრუნველყოფს, მომხმარებლებისთვის საჭირო კოდების სწრაფად მიღებას, მაშინაც კი, თუ ტრადიციული ტიპის SMS შეტყობინების მისაღებად ქსელი შეფერხებულია ან შეტყობინება იგვიანებს.
უფრო ჭკვიანი და გამჭვირვალე საინფორმაციო გარემო
Open Banking საბანკო გადარიცხვით ბალანსის შევსებისას
Cryptal-ის აპლიკაციაში, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით ბალანსის შევსებისას ახლა უკვე Open Banking-იც ხელმისაწვდომია. ამიტომ ტრანზაქციები უფრო სწრაფი, ავტომატიზირებული და მოსახერხებელია.
მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ დააკავშირონ საკუთარი საბანკო ანგარიშები და შეავსონ ბალანსი მარტივად, დეტალების ხელით შეყვანის გარეშე.
ყველაზე იაფი ქსელის აღნიშვნა
კრიპტოს გაგზავნისას, მომხმარებლები ნახავენ აღნიშვნას, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ქსელი გამოირჩევა იმ მომენტში ყველაზე დაბალი საკომისიოებით.
ეს ადამიანებს, განსაკუთრებით დამწყებებს, ეხმარება აირჩიონ ყველაზე ეფექტური ვარიანტი და თავიდან აირიდონ ბლოკჩეინთან და ქსელთან დაკავშირებული ზედმეტი საკომისიო დანახარჯები. ამ მარტივი, მაგრამ მოქნილი განახლების წყალობით, ახლა უკვე ყველას შეუძლია ნახოს, რომელია საუკეთესო გზა ტრანზაქციებისათვის.
ქსელის ხარვეზის აღნიშვნა
თუ კონკრეტულად რომელიმე ქსელი, მაგალითად BEP-20, დროებით მიუწვდომელია ან რაიმე ხარვეზი ფიქსირდება, აპლიკაცია მომხმარებლებს სპეციალური აღნიშვნით ანიშნებს, რომ ქსელი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
შეტყობინება ნათლად ხსნის პრობლემის მიზეზს, გვაჩვენებს სტატუსს და გვაწვდის ინფორმაციას, თუ როდის არის ქსელის აღდგენა მოსალოდნელი.
ამგვარი გამჭვირვალობა გამორიცხავს ზედმეტ პრობლემებს და გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი კრიპტო მოგზაურობა შეფერხებების გარეშე, კომფორტულად წარიმართოს.
რატომ განახლდა აპლიკაცია?
წლის ყველაზე დიდი, ბოლო განახლების შესახებ, Cryptal-ის აპლიკაციის Product Owner, მარიამ ჯინჭარაძე მოგვიყვება და გვეტყვის, რატომ გახდა ის საჭირო:
“კრიპტალის გუნდში მუდმივად ვზრუნავთ, რომ აპლიკაცია იყოს კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და კომფორტული.
თითოეული განახლების დაგეგმვისას პირველ რიგში ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და უკუკავშირს, რაც გვეხმარება, როგორც არსებული ფუნქციონალის გაუმჯობესებაში, ისე სიახლეების დანერგვაში.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესებაა, კრიპტო სამყაროს უახლესი ტრენდებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით.”
უკეთესი აპლიკაცია — უკეთესი კრიპტო გამოცდილება
წლის ყველაზე დიდი განახლებით, Cryptal აუმჯობესებს გამოცდილებას და აქცენტს კომფორტზე, სისწრაფესა და სიმარტივეზე აკეთებს. ყოველი სიახლე ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარბელებს, მათი გამოცდილების მიუხედავად, იცოდნენ ყველაფერი თავიანთ კრიპტო აქტივებზე, შეეძლოთ მათი კონტროლი ნაკლები დაყოვნებითა და გაზრდილი უსაფრთხოებით.
თუ გსურს გამოსცადო განახლება, ჩამოტვირთე კრიპტალის აპლიკაცია iOS და Android მოწყობილობებზე App Store-დან და Google Play Store-დან.
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები