ჯანა ჯავახიშვილი: ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუა საუკუნეებში კეთროვნების, სიას
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის" შექმნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება "უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა", რადგან ე.წ. "გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები" ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს. მისივე თქმით, ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში ისედაც დაბალი მიმართვიანობა, ცვლილებების შემდეგ, საერთოდ გაქრება.
"მსოფლიო სტატისტიკით, ე.წ. "გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები" ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს. (ანუ, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ადაპტაციური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმები, და ა.შ.)
კონფლიქტით/ომითა და პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულ, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საზოგადოებებში ეს სტატისტიკა კიდე უფრო მაღალია (30% და მეტი). საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა.
რა გამოდის — რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი ექიმებმა და ფსიქოლოგებმა სახელმწიფოს სპეციალურ სიაში უნდა შეატანინონ. ეს უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა.
მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება; უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება. გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა", — დაწერა ფსიქოლოგმა.
ჯანა ჯავახიშვილი ასევე წერს, რომ ცხოვრების დაბალი ხარისხი და მაღალი სოციალური დაუცველობა ფსიქიკური აშლილობების გავრცელებას უწყობს ხელს, რასაც ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები სოციალური დაცვის გაზრდით ებრძვიან. მისი თქმით, ამ პაქტიკის საპირისპიროდ, რუსეთი ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს.
"რატომ გვკლავთ? ასეთი მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშინოდეს (რაც დეფინიციის თანახმად, გავრცელებული პრობლემებია!), რომ ამ ე.წ. რეესტრში არ შეგვიტანონ და არ დაგვჩაგრონ?...
რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება.
რას აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები? ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სათემო სერვისები, ხელი შეუწყონ მათ ინტეგრაციას.
ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტი შექმნას.
რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს — ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუა საუკუნეებში კეთროვნების, სიას.
როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები? სადამდე უნდა დავეცეთ?", — დაწერა ჯანა ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიქმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა" — "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტში ამ ცვლილებაზე და ამ ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ოცნების ხელისუფლების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ცვლილებების ინიციატორი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, დევნილთა სამინისტროს ევალება:
- პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში მონაცემები შეტანა;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება;
- აღნიშნულ ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების
შემუშავება;
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები