სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები მიმდინარე მოვლენების ფონზე
20 ივნისის აქციის დაშლის დროს, რომელზეც მოქალაქეები ოკუპაციას და გავრილოვის ქმედებებს აპროტესტებდნენ, 240 ადამიანი დაშავდა, 305 მომიტინგე კი დააპატიმრეს.
დაშავებულთა შორის ყველაზე რთული იმ ადამიანების მდგომარეობა იყო, რომლებმაც თვალები დაკარგეს.
21 ივნისს კი ის სამოქალაქო სოლიდარობა ვიხილეთ, რომელიც კარგად ახსოვს საქართველოს 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებზე.
1. უფასო პლასტიკური დახმარება
Total Charm-ის პლასტიკურმა ქირურგმა, კონსტანტინ სულამანიძემ აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს უფასო დახმარება შესთავაზა:
"გუშინდელი აქციის შემდეგ, თუ ვინმეს გჭირდებათ ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროზე დადება, ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ".
2. უფასო საადვოკატო მომსახურება
უფასო იურიდიული დახმარება აქციის მონაწილეებს სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატმა, რაულ აგიკიანმა შესთავაზა:
"წუხანდელი მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ვთავაზობ სრულიად უფასო იურიდიულ მომსახურებას! პ.ს. ჩემი სპეციალიზაციიდან გამომდინარე (სამოქალაქო) შემიძლია მხოლოდ ამ მიმართულებით დახმარება (ზიანის ანაზღაურება, მკურნალობის ხარჯები და ა.შ.)"
უფასო საადვოკატო მომსახურება ამჯერად გირჩსაც შესთავაზეს. ამის შესახებ, პარტიის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ დაწერა ფეისბუქზე.
3. უფასო სამედიცინო დახმარება სტუდენტებისგან
სამედიცინოს სტუდენტები აქციის მონაწილეებს პირველად დახმარებას გაუწევენ. ქაშუეთთან სამოქალაქო სოლიდარობისთვის 50-60 ექიმი შეიკრიბა.
20 ივნისის აქცია და მისი შედეგები
სერგეი გავრილოვი სპიკერის სკამში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2 20 ივნისი
20 ივნისს მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია, 10-ზე მეტი კი ჟურნალისტი. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში, სხვა ქვეყნების დელეგაციასთან ერთად, რუსეთის დუმის სამი დეპუტატი ჩამოვიდა.
ასამბლეის წაყვანის დროს, რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს. საბოლოოდ ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს, დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულია 305 ადამიანი. მოვლენების მეორე დღეს, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის მანდატი დატოვა.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
კომენტარები