5 ახალი ამბავი, რომელიც ბურჭულაძის ბლოკიდან გირჩის გასვლამ გადაფარა
ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გამოთიშვა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გირჩმა განაცხადა, რომ მათ პაატა ბურჭულაძის შანტაჟს ვერ გაუძლეს და ბლოკი დატოვეს. პაატა ბურჭულაძის განმარტებით კი, მან შეიტყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გირჩის დაფინანსების ამბავი და ამიტომ ისინი ბლოკიდან გააგდო.
27 სექტემბრის საღამოს მომხდარი ეს ფაქტი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ გადაფარა ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის რამდენიმე ახალი ამბავი, რომელსაც ახლა გთავაზობთ:
1. ნაციონალისტების აქცია თბილისში
მაშინ, როცა გავრცელდა თავდაპირველი, ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაცია გირჩისა და ბურჭულაძის ბლოკის დაპირისპირების შესახებ, ქართული ნაციონალისტური დაჯგუფების წევრები ფაშისტური ლოზუნგებით მართავდნენ ანტითურქულ აქციას თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე. პოლიციის ინფორმაციით, მათ დააზიანეს კაფე-ბარების ბანერები და შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს. სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს.
2. გაუფასურების შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, რის შემდეგაც, ლარი მცირედით გამყარდა და $1-ის ღირებულებამ 2,3264 ლარი შეადგინა. წინა დღეს $1-ის ღირებულება 2,3345 ლარი იყო.
3. მსოფლიომ შეიტყო ბავშვის შესახებ, რომელსაც ერთდროულად 3 "მშობელი" ჰყავს
27 სექტემბრის ღამეს, როცა ქართველი ჟურნალისტები არკვევდნენ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გირჩისა და ბურჭულაძის პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა, BBC-მ მსოფლიოს ამცნო რომ ბავშვი, რომელიც ერთდროულად 3 ადამიანის გენს ატარებს, უკვე 5 თვისაა.
BBC-ის ცნობით, ამერიკელი ექიმების რევოლუციური მეთოდის შედეგად, ცოლ-ქმარს რამდენიმე თვის წინ შეეძინა შვილი, რომელიც ატარებს მესამე ადამიანის გენსაც. ექიმებმა შეძლეს, რომ ჩანასახის გენში დედის მიტოქონდრია (უჯრედის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი) ჩაენაცვლებინათ დონორის მიტოქონდრიით. საქმე ის არის, რომ რიგი გენეტიკური დაავადებებისა, დედიდან შვილს სწორედ მიტოქონდრიის საშაუალებით გადაეცემა. რევოლუციური მეთოდის წყალობით, იორდანელი ქალის შვილის დნმ-ში დედის მიტოქონდრია ჩაანაცვლეს დონორის ჯანმრთელი მიტოქონდრიით. შედეგად, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და მას არ აქვს ის მძიმე გენეტიკური დაავადება, რის გამოც მისი უფროსი და-ძმები ადრეულ ასაკში იღუპებოდნენ.
ამერიკელი მეცნიერების ეს მიღწევა რევოლუციურია და ის თანამედროვე მედიცინაში, ფაქტობრივად, გადატრიალების ტოლფასია. მართალია, მიტოქონდრიის დონორობის შესახებ 1990-იანი წლებიდან იყო ცნობილი, თუმცა ბოლო შემთხვევა მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიის გამო.
4. ილონ მასკმა ადამიანთა მიერ მარსის დაპყრობის გეგმა წარმოადგინა
ამერიკელმა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 27 სექტემბერს, ასტრონავტთა საერთაშორისო კონგრესზე, მექსიკაში, გაასაჯაროვა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს ის გიგანტური კოსმოსური ხომალდის მშენებლობას. თითოეულ ასეთ ხომალდს შეეძლება 100 ადამიანის წაყვანა მარსზე.
მასკის თქმით, ამბიციური გეგმის განხორციელებას $10 მილიარდი დასჭირდება და კოსმოსური ხომალდი პირველი რეისის შესრულებას 2024 წელს შეძლებს, ბილეთის ღირებულება ერთ ადამიანზე $500 ათასი იქნება. მასკის ამბიციური გეგმის მიხედვით, ხომალდები რეისების შესრულებას დედამიწიდან მარსის მიმართულებით 26 თვეში ერთხელ შეძლებენ, ხოლო მარსზე სრულყოფილი, თვითკმარი დასახლების შექმნას დასჭირდება 40 წელი.
ნახეთ ილონ მასკის ვიდეო, თუ როგორ წარმოუდგენია მას მომავლის კოსმოსური ხომალდი.
5. რეფერენდუმი აზერბაიჯანში, რომლითაც ალიევმა პრეზიდენტობის ვადა გაიხანგრძლივა
27 სექტემბერს ცნობილი გახდა აზერბაიჯანში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღიჭურვა უპრეცედენტო ძალაუფლებით. კერძოდ, საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან გაიზრდება 7 წლამდე, გარდა ამისა, პრეზიდენტს მიეცემა უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
26 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა თითქმის 91,2-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი ალიევის ძალაუფლების გამყარებას.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები