იმ ტუტუც ელჩს ხელებს შევუკრავთ თავის დაცვიანად და მივაბრძანებთ საელჩოში — ვასაძის მორიგი მუქარა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე არამარტო ლგბტ წევრებსა და პოლიციას, არამედ დიპლომატიურ წარმომადგენლებსა და უცხოელ ტურისტებსაც დაემუქრა. ვასაძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ელჩი (არ დაუკონკრეტებია რომელი) და განაცხადა, რომ, თუ ჭკუის სწავლებას არ შეეშვება, მასაც ქამრით შეუკრავენ ხელებს.
"ის ტუტუცი, უცხოელი ელჩი, რომელსაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭკუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი, თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა და მივაბრძანებთ თავის საელჩოში", — იმუქრებოდა ის.
ამ განცხადებების მიუხედავად ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ისინი "სუფთა ხელებით" მიდიან. მისი თქმით, ძალადობის წინააღმდეგია და ამისკენ არ მოუწოდებს, თუმცა "მედია დააბრალებს".
"ქართლის დედას კარგად დააკვირდნენ [პრაიდის უცხოელი სტუმრები], ორი რამე უჭირავს: ღვინის თასი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მახვილით არავის არ დავხვდებით, ვინც ამაში მიღებს მონაწილეობას, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ. ", — განაცხადა მან.
სავარაუდოდ, ვასაძის კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი გახდა, რომელმაც ღიად გააკრიტიკა მთავრობის პოზიცია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სხვა ქვეყნებმა შეძლეს. თუმცა, თავად საუბრისას ახსენა ამერიკის საელჩოში მღვდლებისა და ელჩის შეხვედრა.
ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებს და მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს მათსა და თბილისი პრაიდის მონაწილეებს შორის, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ასევე, ვასაძე სახალხო ლეგიონს აანონსებს, რომელიც ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით ემუქრება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოძიება არ დაუწყია. როგორც On.ge-ს განუცხადეს, თუ უწყებას განცხადება ექნება, თავად გაავრცელებენ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები